ნეოქარდი - დააგროვე უფასო კილომეტრები
რა არის ნეოქარდი
ნეოქარდი არის მუდმივი მოხმარების დაგროვების ბარათი, რომელიც განკუთვნილია ნეოგაზის ავტოგაზგასამართი სადგურების ერთგული მომხმარებლებისთვის.
ბარათის გაცემის წესი
ნეოქარდის მფლობელი შეიძლება გახდეს ნეოგაზის ნებისმიერი საცალო მომხმარებელი, რომელიც შეიძენს ნებისმიერი ოდენობის ბუნებრივ აირს ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო ბარათით.
ბარათის გაცემა ხდება უფასოდ, ნეოგაზის ყველა სადგურზე, პირადობის მოწმობის საფუძველზე.
ბარათის აღდგენა
ნეოქარდის დაკარგვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სადგურზე მომსახურე გამმართველს, აცნობოთ აღნიშნულის შესახებ და პირადობის მოწმობის საფუძველზე უფასოდ შეძლებთ ბარათის აღდგენას. ამავე წესით არის შესაძლებელი დაზიანებული ბარათის აღდგენა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აღარ სარგებლობთ იმ ტელეფონის ნომრით რომელიც ბარათის აღების დროს მიუთითეთ, ნეოქარდის აღსადგენად მოგვმართეთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე ნეოგაზის ცხელი ხაზის ნომერზე 2 47 16 16. ახალ ბარათზე ავტომატურად დაირიცხება არსებული ქულები, ხოლო ძველი ბარათი გაუქმდება.
ნეოქარდის დაკარგვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ მომხდარის შესახებ ცხელი ხაზის ოპერატორს, ნომერზე 2 47 16 16, რათა დროულად მოხდეს ბარათის დაბლოკვა და მპოვნელმა ვერ შეძლოს ბარათზე არსებული ქულების გამოყენება.
იმ შემთხვევაში, თუ ბარათის მფლობელი დროულად არ განაცხადებს ბარათის დაკარგვის შესახებ და მპოვნელის მიერ მოხდება ბარათზე არსებული ქულების გამოყენება, კომპანია იხსნის პასუხიმგებლობას, ბარათის მფლობელს დაუბრუნოს ქულები.
ბარათზე ბლოკის მოსახსნელად უნდა დაუკავშირდეთ ცხელი ხაზის ოპერატორს, ნომერზე
2 47 16 16.
ბარათით სარგებლობა
ნებისმიერი ოდენობის ბუნებრივი აირის შეძენისას ნეოქარდის ტერმინალში გატარების შემდეგ ნეოქარდზე დაგერიცხებათ ქულები. ასევე ნეოქარდით ისარგებლებთ მომენტალური ფასდაკლებით ჩვენს სადგურებზე.
დაგროვილი ქულების გადაცვლა შესაძლებელია შესაბამისი ღირებულების ბუნებრივ აირზე. ქულების გადასაცვლელად თან უნდა იქონიოთ ბარათი. ქულების გასანაღდებლად დაგჭირდებათ სმს კოდი, რომელსაც მიიღებთ თქვენს მობილურ ნომერზე, რომელიც დაფიქსირებულია ნეოქარდის ბაზაში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ცხელი ხაზის ოპერატორს, ნომერზე 2 47 16 16.
ნეოქარდის ყოველი გამოყენებისას მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ბოლო ტრანზაქციისა და მიმდინარე ნაშთის შესახებ. ქულების გასაგებად, აგრეთვე, შეგიძლიათ მიმართოთ სადგურზე მომსახურე გამმართველს, იხილოთ ვებ გვერდზე ან ნეოგაზის მობილურ აპლიკაციაში.
12 თვის განმავლობაში, თუ თქვენ მიერ ერთხელ მაინც არ იქნა გამოყენებული ნეოქარდი (არ იქნება ტერმინალში გატარებული), მასზე დარიცხული გამოუყენებელი ქულები გაუქმდება.
ნეოგაზის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე შეცვალოს ნეოქარდით სარგებლობის წესები და პირობები. ამასთანავე, ადმინისტრაცია უფლებამოსილია დაბლოკოს მომხმარებლის მიერ ბარათით სარგებლობა არასრული ანკეტური მონაცემების მოპოვების, ბარათზე განხორციელებული ოპერაციების საეჭვოობის, პროგრამული ცვლილებების, სერვისების დამატების და სხვა შემთხვევებში.
2022 წლის 1 მარტიდან ნეოქარდთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მოგემსახურებათ შპს „გაზ ენდ პეტროლ კომპანი“ (ს/ნ 406350602), მათ შორის, აღნიშნული კომპანია იქნება პასუხისმგებელი 2022 წლის 1 მარტამდე დაგროვებული ქულების განაღდებაზე.
ბარათის მფლობელის მოვალეობები
ბარათის მფლობელი ვალდებულია, შეატყობინოს ნეოგაზის ადმინისტრაციას მისი პირადი საანკეტო ინფორმაციის ცვლილების შესახებ ცხელი ხაზის ნომერზე 2 47 16 16. ცხელი ხაზის სამუშაო საათები: მოგვმართეთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე.