კორპორატიული მომსახურება
კომპანია "ნეოგაზი" ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს საწვავის შეძენას სატალონე სისტემის მეშვეობით.

კორპორატიულ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ  შეიძინონ 1, 2, 5, 10, 20 და 50 კუბიანი ტალონები.

ტალონების შეძენა შესაძლებელია ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა №18-ში მდებარე კომპანია "ნეოგაზის" სათაო ოფისში. როგორც უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე კონსიგნაციით.

ტალონების გამოყენება შესაძლებელია შეძენისთანავე "ნეოგაზის" ავტო გაზგასამართ სადგურებზე.

კორპორატიული ვებ აპლიკაცია 

2016 წლის დეკემბერში წარმატებით დაინერგა კორპორატიული ბარათების სისტემა, რომელიც საწვავის განკარგვის უკეთესი და კომფორტული საშუალებაა.

კორპორატიულ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ კორპორატიული ვებ აპლიკაციით, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, რომ სურვილისამებრ გადაანაწილონ და აკონტროლონ ბარათზე არსებული ბუნებრივი აირის ნაშთები. მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ კორპორატიულ კლიენტს. 

კორპორატიული ვებ აპლიკაციით სარგებლობისათვის ორგანიზაციამ უნდა შეიძინოს გარკვეული მოცულობის ბუნებრივი აირი, რის შემდეგაც გადაეცემა მისთვის სასურველი რაოდენობის პლასტიკური ბარათები. აპლიკაციაში ავტორიზაციისათვის საჭიროა მომხმარებლის სახელი და პაროლი.

კორპორატიული ვებ აპლიკაციის ფუნქციები:

  • ორგანიზაციის კუთვნილი ბარათებისა და ანგარიშზე არსებული ბუნებრივი აირის ნაშთების ნახვა;
  • ბარათებზე ბუნებრივი აირების ოდენობების დაკლება ან დამატება;  
  • შეძენილი გაზის მოცულობების ისტორიის ნახვა;  
  • ინფორმაციის ნახვა ბარათების მიერ ლიმიტების გახარჯვის, სადგურებისა და თარიღის მიხედვით;
  • გადანაწილებული მოცულობების ისტორიის კონტროლი.

კორპორატიული ვებ აპლიკაციის უპირატესობები:

  • ბუნებრივი აირის ნაშთების კონტროლი;
  • მოქნილობა და სისწრაფე;  
  • მარტივი არღიცხვის სისტემა;
  • ვებ აპლიკაციის საშუალებით ბარათზე ნაშთის  დასმის შემდგომ მომენტალურად ასახვისა და განაღდების შესაძლებლობა;
  • ვებ აპლიკაციის საშუალებით 24 საათიანი მონიტორინგი;
  • დისტანციური მართვის საშუალება (კომპანიის წარმომადგენელს არ უწევს ყოველი ბუნებრივი აირის შეძენის დროს სათაო ოფისში მოსვლა ტალონებისათვის);  
  • კორპორატიული ბარათები გადაეცემა კომპანიას უსასყიდლოდ მათი ავტომობილების რაოდენობის მიხედვით.

დაგვიკავშირდით

ცხელი ხაზი: +995 (032) 2 47 16 16
მისამართი: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქ.N18
ტელ: +995 (032) 2 47 16 16