გაზის ფასები
სტაციონალური სადგურები
○ ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N6 - ბუნებრივი აირი 1.60 ₾ - ფასდაკლება - 0.07₾ დაგროვება - 0.02₾ | თხევადი აირი 1.35 ₾
○ ქ. თბილისი, გულუას ქ. N22 - ბუნებრივი აირი - 1.60 ₾ - ფასდაკლება - 0.07₾ დაგროვება - 0.02₾ | თხევადი აირი 1.35 ₾
○ ქ. თბილისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N50 - ბუნებრივი აირი - 1.60 ₾ - ფასდაკლება - 0.07₾ დაგროვება - 0.02₾ | თხევადი აირი 1.30 ₾
○ ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-13 კმ. - ბუნებრივი აირი 1.60 ₾ - ფასდაკლება - 0.07₾ დაგროვება - 0.02₾ | თხევადი აირი 1.30 ₾
○ ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N121 - ბუნებრივი აირი 1.60 ₾ - ფასდაკლება - 0.07₾ დაგროვება - 0.02₾ | თხევადი აირი 1.30 ₾
○ ქ. თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. N39 - ბუნებრივი აირი - 1.60 ₾ - ფასდაკლება - 0.07₾ დაგროვება - 0.02₾
○ მცხეთის რაიონი, სოფელი წეროვანი - ბუნებრივი აირი 1.60 ₾ - ფასდაკლება - 0.07₾ დაგროვება - 0.02₾ | თხევადი აირი 1.30 ₾
○ ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. - ბუნებრივი აირი - 1.60 ₾ - ფასდაკლება - 0.07₾ დაგროვება - 0.02₾
○ გურჯაანის რაიონი, სოფელი მუკუზანი - ბუნებრივი აირი 1.70 ₾ - ფასდაკლება - 0.07₾ დაგროვება - 0.02₾
○ ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი მე-2 კმ. - ბუნებრივი აირი 1.68 ₾ - ფასდაკლება - 0.07₾ დაგროვება - 0.02₾ | თხევადი აირი 1.30 ₾
○ ქ. ხაშური, გორგასალის ქ. N30 - ბუნებრივი აირი - 1.60 ₾ - ფასდაკლება - 0.07₾ დაგროვება - 0.02₾
○ ზესტაფონის რაიონი, სოფელი არგვეთა - ბუნებრივი აირი 1.60 ₾ - ფასდაკლება - 0.07₾ დაგროვება - 0.02₾ | თხევადი აირი 1.30 ₾
○ ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქუჩა N1 - თხევადი აირი 1.30 ₾
○ სამტრედიის რაიონი, სოფელი დაფნარი, სანავარდოს ქ. - ბუნებრივი აირი 1.60 ₾ - ფასდაკლება - 0.07₾ დაგროვება - 0.02₾ | თხევადი აირი 1.35 ₾
მოძრავი სადგურები
○ ქ. რუსთავი, აღმაშენებლისა და ფანცულაიას ქუჩების მიმდებარედ - ბუნებრივი აირი 1.60 ₾ - ფასდაკლება - 0.07₾ დაგროვება - 0.02₾
○ საგარაჯოს რაიონი, სოფელი ხაშმი, მე-5 ქუჩა N2 - ბუნებრივი აირი - 1.60 ₾ ფასდაკლება - 0.07₾ დაგროვება - 0.02₾
○ სოფელი გომი, საჩხერის გადასახვევი - ბუნებრივი აირი - 1.60 ₾ - ფასდაკლება - 0.07₾ დაგროვება - 0.02₾ | თხევადი აირი 1.30 ₾
○ ქ. სამტრედია, თამარ მეფის ქ. N25 - ბუნებრივი აირი - 1.60 ₾ - ფასდაკლება - 0.07₾ დაგროვება - 0.02₾
საწვავის ფასები
○ ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N121 - ევრო დიზელი - 2.60 ₾, რეგულარი - 2.55 ₾, პრემიუმი - 2.75 ₾
○ მცხეთის რაიონი, სოფელი წეროვანი - ევრო დიზელი - 2.60 ₾, რეგულარი - 2.55 ₾, პრემიუმი - 2.75 ₾
○ ქ. ხაშური, გორგასლის ქუჩა N30 - ევრო დიზელი - 2.60 ₾, რეგულარი - 2.60 ₾, პრემიუმი - 2.80 ₾
○ ზესტაფონის რაიონი, სოფელი არგვეთა - ევრო დიზელი - 2.60 ₾, რეგულარი - 2.55 ₾, პრემიუმი - 2.75 ₾
○ ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქუჩა N1 - ევრო დიზელი - 2.60 ₾, რეგულარი - 2.55 ₾, პრემიუმი - 2.75 ₾
○ ქ. სამტრედია, სანავარდოს ქუჩა, სოფელ დაფნართან - ევრო დიზელი - 2.60 ₾, რეგულარი - 2.55 ₾, პრემიუმი - 2.75 ₾
ელექტრო დამტენები
ნეოგაზის 7 სტაციონალური სადგურია აღჭურვილია კომპანია ი-სპეისის ელექტრო ავტომობილების დამტენებით.
მე-2 დონის დამტენები:
- დიღომი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N121
- ორთაჭალა, გულუას ქ. N22
- ვარკეთილი, ჯავახეთის ქ. III მ/რ-ის მოპირდაპირედ
- აეროპორტი, კახეთის გზატკეცილი მე-13 კმ
- ზესტაფონი, სოფელი არგვეთა
- ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქ. N1
- თელავი, თბილისის გზატკეცილი მე-2 კმ
- ზესტაფონი, სოფელი არგვეთა
ნეოგაზი - მწვანე ჩვენი არჩევანია!
მომავლის საწვავი
ჩვენ 21-ე საუკუნეში, უახლესი ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ უნდა შეიქმნას ალტერნატიული საშუალება, რომელიც მომავალში წიაღისეულ საწვავს მთლიანად ჩაანაცვლებს. ექსპერტების აზრით ნავთობპროდუქტების მოხმარებისას წარმოქმნილი გამონაბოლქვი დიდ ზიანს აყენებს გარემოს: გამოიყოფა ნახშიროჟანგი (CO2) და მისი ჭარბი რაოდენობა კლიმატის ცვლილებას იწვევს. გასული 150 წლის განმავლობაში ნავთობპროდუქტების ფართოდ მოხმარებამ ატმოსფეროში ნახშიროჟანგის შემცველობა 25%-მდე გაზარდა.
წიაღისეული საწვავის მავნე ზემოქმედების გამოხატულებაა აგრეთვე სმოგი, მჟავე წვიმა, ჰაერის დაბინძურება. ეს მოვლენები აზიანებს გარემოს, საფრთხეს უქმნის ფლორას, ფაუნას და ცხადია ადამიანების ჯანმრთელობას. თანაც, წიაღისეული საწვავი ამოწურვადი რესურსია. სწორედ ამიტომ, მკვლევართა აზრით, გონივრული იქნება, თუ მის ჩასანაცვლებლად ალტერნატიული საწვავის გამოყენებაზე ვიზრუნებთ.
შეკუმშული ბუნებრივი აირი (CNG) - წიაღისეული საწვავის ჩანაცვლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. წვის დროს თითქმის არ გამოიყოფა ნახშიროჟანგი და გამონაბოლქვი ნაკლებად აზიანებს ოზონის შრეს, რის გამოც მიჩნეულია ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საწვავად. CNG სხვა ალტერნატიულ საწვავთან, ბენზინთან და დიზელთან, შედარებით გაცილებით იაფია. 1მ3 შეკუმშული ბუნებრივი აირის გასაყიდი ფასია 1.60 ლარი, მაშინ როდესაც 1 ლიტრი ბენზინი (ევრო რეგულარი) საშუალოდ 2.30 ლარი ღირს. CNG გამოიყენება ტრადიციულ, ბენზინის შიდა წვის ძრავიან ავტომობილებში, რომლებიც შესაბამისად გადაკეთებულია ორმაგი საწვავის (გაზისა და ბენზინის) მოხმარებისათვის.
რატომ შეკუმშული ბუნებრივი აირი?
ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ბუნებრივი აირი, როგორც ბენზინის ალტერნატიული საწვავი - ყოველწლიურად, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს დინამიკა მუდმივად მზარდია როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქ ავტომანქანებში.
რატომ ირჩევს დღეს მსოფლიოში თითქმის 22 მილიონი ადამიანი CNG-ს?
უსაფრთხო - CNG ინახება სფეროსებრ ან ცილინდულ კონტეინერებში, რაც გაცილებით გამძლეა, ვიდრე ბენზინის კონტეინერები. ინცინდენტის შემთხვევაში CNG, სხვა საწვავებისგან განსხვავებით, მომენტალურად ჰაერში გაიფრქვევა, შესაბამისად არ ხვდება ნიადაგში და არ აზიანებს გრუნტის წყლებს.
ეფექტური - CNG 90% მეთანისგან შედგება და ნავთობპროდუქტებთან შედარებით გაცილებით მაღალი ოქტანობისაა, რაც ძრავის გამართულ და ეფექტურ მუშაობას უწყობს ხელს. მისი მოხმარება იცავს ძრავს, ასუფთავებს სარქველებს და საწვავის წვის სისტემებს. CNG ახანგრძლივებს ძრავის ზეთის ექსპლუატაციის პერიოდს, რადგანაც ის ძალიან ნელა იწვის.
იაფი - CNG სხვა ალტერნატიულ საწვავთან, ბენზინთან და დიზელთან, შედარებით გაცილებით იაფია. 1მ3 შეკუმშული აირის გასაყიდი ფასია 1.60 ლარი, მაშინ, როცა 1 ლიტრი ბენზინი (ევრო რეგულარი) საშუალოდ 2.30 ლარი ღირს.
ბუნებრივ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მსოფლიო სტატისტიკა
ქვეყნების ტოპ ათეული ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების (NGV) გავრცელებისა და საშუალო თვიური მოხმარების მიხედვით
|
ქვეყნები |
NGV-ს მთლიანი წილი |
საშუალო თვიური მოხმარება /მ³ |
|
ირანი |
4 068 632 |
630 000 000 |
|
ჩინეთი |
3 994 350 |
N/A |
|
პაკისტანი |
3 700 000 |
245 750 000 |
|
არგენტინა |
2 487 349 |
239 815 000 |
|
ინდოეთი |
1 800 000 |
163 210 000 |
|
ბრაზილია |
1 781 102 |
144 535 636 |
|
იტალია |
885 300 |
75 000 000 |
|
კოლუმბია |
500 000 |
45 000 000 |
|
ტაილანდი |
462 454 |
184 200 000 |
|
უზბეკეთი |
450 000 |
N/A |
| საქართველო | 86 000 | N/A |
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კონფიდენციალურობის/პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა
Neogas-ის ვებგვერდზე განთავსებული აღნიშნული კონფიდენციალურობის/პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა (შემდგომ - პოლიტიკა) აღწერს კომპანიის მიერ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებს, რომელსაც იგი მოიპოვებს და ამუშავებს მომხმარებელზე ლოიალობის ბარათის გაცემის და მის მიერ ბარათის შემდგომი გამოყენების მიზნებისათვის.
პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
ნეოქარდი
ნეოქარდი – ეს არის უფასო, მუდმივი მოხმარების დაგროვების ბარათი, რომელიც განკუთვნილია ნეოგაზის ავტოგაზგასამართი სადგურების ერთგული მომხმარებლებისთვის. ნებისმიერი ოდენობის ბუნებრივი აირის შეძენისას ნეოქარდის ტერმინალში გატარების შემდეგ ნეოქარდზე ირიცხება ქულები. ასევე ნეოქარდით შესაძლებელია მომენტალური ფასდაკლების მიღება.
ნეოქარდის ინტეგრირება შესაძლებელია ნეოგაზის აპლიკაციაშიც.
მონაცემთა დამუშავების მიზანი
ნეოქარდის აღებისას ან/და ნეოგაზის აპლიკაციაში რეგისტრაციისას პერსონალური მონაცემების შესაბამის გრაფაში მითითებით/მოწოდებით და დამუშავების შესახებ თანხმობის გაცხადებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ კომპანიისთვის მიწოდებული მონაცემები, მათ შორის, სახელი, გვარი, პირადი ან სხვაგვარი საიდენტიფიკაციო ნომერი, მობილურის ნომერი, ან/და სხვა სახის პერსონალური ინფორმაციის დამუშავება შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი მიზნ(ებ)ით:
✔ კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე მომსახურების გაწევის მიზნით;
✔ კომპანიის საქმიანობის ფარგლებში, მის მომსახურებაზე ფასდაკლებისა და სხვაგვარი ბენეფიტების მიღების მიზნით;
✔ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, კვლევების, გამოკითხვების ჩატარების, მათ შორის, სტატისტიკური კვლევების ჩატარების და ანალიტიკური მიზნებისთვის
✔ შეძენილი პროდუქტის, გადახდილი და დაზოგილი თანხის თაობაზე ინფორმაციის მოწოდების მიზნით
✔ ტექნიკური დახმარების ან/და კონსულტაციის გაწევის მიზნით;
✔ დამატებით პერსონალურ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავებაზე თანხმობის გაცხადებით და საკომუნიკაციო არხის მითითებით თქვენ ეთანხმებით: რეკლამის, მარკეტინგული შეთავაზების, კომპანიის შესახებ ინფორმაციის გამოგზავნას, მათ შორის, სპეციალური შემოთავაზებების ან/და სარეკლამო მასალის მოწოდების/გაცნობის მიზნით;
მონაცემების დამუშავების საფუძვლები
კომპანია მონაცემებს ამუშავებს საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის, მე-5 მუხლით, განსაზღვრული შემდეგი კანონისმიერი საფუძვლებით:
- მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
აპლიკაციის მეშვეობით დამუშავებული მონაცემები
ნეოქარდის/აპლიკაციის მეშვეობით დამუშავებული მონაცემები, თავად, მომხმარებლების მიერაა მოწოდებული. ნეოგაზის მიერ გროვდება შემდეგი მონაცემები:
✔ სახელი და გვარი
✔ პირადი ნომერი
✔ მობილური ტელეფონის ნომერი
✔ დაბადების თარიღი
პირადი ნომრის/პირადობის მოწმობის მიწოდება სავალდებულოა, ვინაიდან, ნეოქარდის გასაცემად საჭიროა მფლობელის იდენტიფიცირება. რაც შეეხება, ტელეფონის ნომრის ველს, აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებაცაუცილებელიამომხმარებლის ვერიფიკაციისა და მასთან კომუნიკაციის მიზნებისთვის.
ნეოქარდის მომხმარებლის მონაცემების გაზიარება
კომპანიისათვის მიწოდებული ინფორმაცია კონფიდენციალურია. ნეოგაზი მომხმარებლის მონაცემებს მესამე პირებს არ გადასცემს, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
მონაცემების შენახვის ვადები და უსაფრთხოება
კომპანია პერსონალურ მონაცემებს ინახავს და ამუშავებს ამ დოკუმენტში მოცემული მიზნებისთვის. თქვენი მონაცემები ინახება ნეოქარდის გაუქმებიდან 1 წლის განმავლობაში. ბარათის მოქმედების ვადა დამოკიდებულია თქვენს ნება-სურვილზე, იგი აქტიურია და გაძლევთ ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლბელობას მისი გაუქმების განაცხადის გაკეთებამდე.
ჩვენ შესაძლოა შევინახოთ თქვენი პერსონალური მონაცემები განსხვავებული ვადით თუ ეს აუცილებელია ნებისმიერი იურიდიული ვალდებულების, სამართლებრივი მოთხოვნის, დავის, სასამართლო/საარბიტრაჟო/მედიაციის პროცესის მიზნებისთვის.
მონაცემთა უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომებით.
მომხმარებლის უფლებები
ვებგვერდისა და ნეოქარდის მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს და უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:
✔ ა) მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება; ბ) იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ; გ) მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ; დ) მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო, თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე; ე) მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
✔ მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურებაიმ შემთხვევაში, თუ მონაცემები არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;
✔ გამოიხმოს თანხმობა - განმარტების გარეშე ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება (თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი);
✔ მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს - თუ მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავება არ შეესაბამება კანონით დადგენილ წესებს.
მომხმარებლის უფლებების შეზღუდვა
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ლოიალურობის ბარათის მომხმარებლის ზემოაღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით და ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში.
უარი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვათ უარი თქვენ მიერ გაცხადებულ თანხმობაზე პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, რაც ავტომატურად გამოიწვევს ლოიალურობის ბარათისა და დაგროვილი ბენეფიტების გაუქმებას.
უარი შეგიძლიათ დააფიქსიროთ შემდეგ მისამართზე: info@neogas.ge წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, რა შემთხვევაშიც კომპანია შეწყვეტს თქვენი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რომლის დამუშავებაზეც თქვენ განაცხადეთ უარითუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონს.