ნეოგაზი ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც დაკავებულია შეკუმშული ბუნებრივი აირის რეალიზაციით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ნეოგაზი ფლობს 15 ავტო გაზგასამართ და 4 მოძრავ სადგურს.
ნეოგაზისათვის ყველაზე პრიორიტეტული მისი ფასეულობათა სისტემაა, რაც ნიშნავს: სოციალურ პასუხისმგებლობას, ნდობას, ეფექტურობასა და განვითარებას. კომპანიას, როგორც საზოგადოების ნაწილს, გაცნობიერებული აქვს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში.
მისია და ფასეულობები
ნეოგაზის მისიაა განავითაროს საქართველოში შეკუმშული ბუნებრივი აირის ინდუსტრია და მომხმარებელს შეუქმნას სწორი წარმოდგენა სუფთა, ეფექტური და ეკონომიური საწვავის შესახებ.
მიზნები
ნეოგაზის მთავარი მიზანია გაყიდვების მაჩვენებლებით იყოს წამყვანი კომპანია ინდუსტრიაში, ჰქონდეს მომსახურებისა და პროდუქტის სტაბილურად მაღალი ხარისხი, გაზარდოს ლოიალური მომხმარებლების რიცხვი. კომპანია მიზნად ისახავს ქსელის გაფართოებას და საქართველოს მთლიანი არეალის მოცვას.
ნეოგაზი არის ეკოლოგიაზე მზრუნველი კომპანია, რომელიც:
- სთავაზობს მომხმარებლებს პროდუქტს, შეკუმშულ ბუნებრივ აირს, რომელიც სხვა ალტერნატიულ საწვავებთან შედარებით ნაკლებად აზიანებს გარემოს;
- სოციალურ პასუხისმგებლობად აღიქვამს ბუნებაზე ზრუნვას და მოუწოდებს მომხმარებლებს რომ აირჩიონ ის ბრენდი და პროდუქტი რომლის უკან გარემოზე ზრუნვა დგას და შეიტანონ თავიანთი წვლილი ბუნების დაცვაში;
- სთავაზობს მომხმარებლებს განახლებულ ნეოგაზის ეკო სადგურებს.
- ყველაზე ფართო ქსელს ქვეყნის მასშტაბით;
- ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და ეკონომიურ საწვავს;
- მომხმარებელზე ორიენტირებულ, მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ეფექტურობა
- ნეოგაზში მუდმივად მოწმდება უსაფრთხოების ნორმები და მათი დაცულობის ხარისხი;
- კომპანია მუდმივად ზრუნავს გაზგასამართი სადგურების უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვაზე;
- გაზგასამართ სადგურებზე ინერგება ახალი მექანიზმები;
- ნეოგაზის გაზგასმართ ქსელში დანერგილია მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტი.
ნდობა
მომხმარებლის ლოიალობა კომპანიისადმი ორმაგად ზრდის ნეოგაზის პასუხისმგებლობას. კომპანიის ვალია, იყოს სანდო პარტნიორი და მომხმარებელს შესთავაზოს მათი მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტი და სერვისი.