15 მაისი 2019

ნეოგაზის საზაფხულო გათამაშება დაიწყო

ნეოგაზის საზაფხულო გათამაშება ნეოქარდის მფლობელებისათვის დაიწყო!!!

მოიწყეთ დაუვიწყარი არდადეგები პარიზში, ბარსელონაში, ვენასა და პრაღაში!


ჩაერთეთ ნეოგაზის გათამაშებაში 15 მაისიდან 25 ივნისამდე!

  • ისარგებლეთ ნეოქარდ ბარათით ან ნეოგაზის მობილური აპლიკაციით.
  • მოიგეთ 5 ორკაციანი საგზურიდან ერთ-ერთი.

ჩაერთეთ გადამაშებაში და მიიღეთ ბილეთები შემდეგი პირობებით:

  • პლასტიკური ნეოქარდ ბარათის  გატარების შემთხვევაში:
    • ერთჯერადად მინიმუმ 10მ³ ბუნებრივი აირის შენაძენზე - 1 ბილეთი (10მ³ = 1 ბილეთი, 20მ³ = 2 ბილეთი და ა.შ);
    • „ნეოქარდის“ ყოველი 1 ქულის სანაცვლოდ - 1 ბილეთი.
  • მობილური აპლიკაციით „ნეოქარდ ბარათის“  გატარების შემთხვევაში:
    • ერთჯერადად მინიმუმ 10მ³ ბუნებრივი აირის შენაძენზე - 2 ბილეთი (10მ³ = 2 ბილეთი, 20მ³ = 4 ბილეთი და ა.შ);
    • „ნეოქარდის“ ყოველი 1 ქულის სანაცვლოდ - 2 ბილეთი.


გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად გამოიყენეთ ნეოქარდ ბარათი ან ნეოგაზის მობილური აპლიკაცია!

  1. მიღებული ბილეთი გახიეთ ორნაწილად (პერფორაციის ადგილზე),აქედანბილეთისერთინაწილი (მარცხენა)დარჩებამომხმარებელს, ხოლობილეთის მეორე ნაწილზე (მარჯვენა)  აუცილებელია ჩაწეროთ თქვენი პირადი მობილური ტელეფონის ნომერი და მოათავსოთ ბილეთი სადგურზე არსებულ წამახალისებელი გათამაშების დალუქულ ყუთში.
  2. ბილეთი გაუქმებულად ჩაითვლება თუ დაზიანებულია, გარკვევით არ არის მითითებული და არ იკითხება ტელეფონის ნომერი, ვერ გაივლის ვალიდაციას ან დარღვეულია სხვა რაიმე სახის მოთხოვნა.
  3. იმ შემთხვევაში, თუ ბილეთის მფლობელი არ მოათავსებს ბილეთს ობიექტზე განლაგებულ სპეციალურ ყუთში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ფინალურ გათამაშებაში.
  4. ტურები ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: პარიზი, ბარსელონა, ვენა და პრაღა (4 ღამე/5დღე).
  5. მთავარი პრიზის მფლობელი უნდა გამოცხადდეს და გაამჟღავნოს საკუთარი ვინაობა მთავარი პრიზის გათამაშების დღიდან 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში და უნდა წარადგინოს თავისი პირადობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები და მომგებიანი ბილეთის მეორე ნაწილი.
  6. საგზურის მისაღებად გამარჯვებულმა 5 ივლისამდე უნდა წარმოადგინოს თავისი ან/და მგზავრ(ებ)ის  ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა იქნება არანაკლებ 6 თვისა.
  7. პრიზის გაცემა მოხდება მოგებული ბილეთის წარდგენიდან არაუგვიანეს 6 დღისა შპს „ნეოგაზის’’ ორთაჭალის ავტო გაზგასამართი სადგურიდან, მის: ქ. თბილისი, გულუას ქ. N22.
  8. დაუშვებელია პრიზის ნაცვლად ფულადი თანხის მიღება.
  9. პრიზების მიღებით გამარჯვებულები თანხმობას უცხადებენ ორგანიზატორს, რომ გამარჯვებულების ფოტო-ვიდეო მასალა გამოყენებულ იქნას ნებისმიერი სახის სარეკლამო მიზნებისთვის, ნებისმიერ მედია და სოციალურ არხზე გამოსაყენებლად, დამატებითი თანხმობის გარეშე.

არ დაგავიწყდეთ, ჩვენი მობილური აპლიკაციის გამოყენება

  • გადმოტვირთეთ აპლიკაცია Android  მოწყობილობებისთვის.
  • გადმოტვირთეთ აპლიკაცია IOS  სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებისთვის.


ნეოგაზის საზაფხულო გათამაშებაში შეგიძლიათ ჩაერთოთ ნეოგაზის ყველა გაზგასამართ სადგურზე! სადგურების ჩამონათვალი იხილეთ ნეოგაზის ვებ-გვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში.


ფინალური გათამაშება გაიმართება 2019 წლის 30 ივნისს 19:00 საათზე ნეოგაზის ორთაჭალის სადგურზე FACEBOOK LIVE - ის საშუალებით, ნეოგაზის FACEBOOK გვერდზე: ნეოგაზი • Neogas.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღების წესები და დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.


დამატებითი კითხვების შემთვევაში:

  • მოგვმართეთ Facebook გვერდზე: ნეოგაზი • Neogas
  • დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 47 16 16
  • ინფორმაცია მოითხოვეთ სადგურზე

 

მსგავსი სიახლეები

დაგვიკავშირდით

მისამართი: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქ. N18