15 მაისი 2023

ბენზინის და დიზელის საწვავი სამტრედიაში

ნეოგაზის სამტრედიის სადგურზე, რომელიც მდებარეობს ქ. სამტრედიაში, სანავარდოს ქუჩაზე (სოფელ დაფნართან) ახალი პროდუქტი, ბენზინის და დიზელის საწვავი დაემატა.

მომხმარებელს უკვე შეუძლია ბუნებრივი და თხევადი გაზის გარდა, ბენზინითა და დიზელით ისარგებლოს ნეოგაზის ორ სადგურზე: ნატახტრის და სამტრედიის სადგურებზე.

2023 წლის ბოლომდე მსგავსი სიახლე ნეოგაზის სხვა სადგურებსაც მოიცავს.

სამტრედიის სადგურზე მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს შემდეგი პროდუქტები:
პრემიუმი, რეგულარი, ევრო დიზელი, ბუნებრივი აირი და თხევადი აირი.

დაგვიკავშირდით

მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, აკ.წერეთლის გამზირი N117