მობილური აპლიკაცია ნეოგაზისგან
მობილური აპლიკაცია ნეოგაზისგან!
აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებელი შეძლებს თვალი ადევნოს საკუთარ ანგარიშს ნებისმიერ დროსა და ადგილას.
რა არის მობილური აპლიკაციის უპირატესობა?
თქვენ აღარ მოგიწევთ „ნეოქარდი“-ს ტარება, ბარათი ინტეგრირებულია აპლიკაციაში და მარტივად შეძლებთ მის გამოყენებას.
ინფორმაცია, რომლის მიღებაც შეგიძლიათ „ნეოგაზის“ მობილური აპლიკაციიდან:
- „ნეოქარდზე“ დაგროვებული ქულებისა და ფასდაკლების რაოდენობა;
- საწვავის ხარჯისა და ტრანზაქციების მუდმივი კონტროლი;
- ფასდაკლებისა და აქციის სტატუსის შემოწმება და მუდმივად განახლებული ინფორმაცია;
- საწვავის ფასების მონიტორინგი;
- გაზგასამართი სადგურების რუქა და ჩამონათვალი;
- უახლოესი სადგურის ძებნის სისტემა;
- სადგურების ფილტრაცია პროდუქტების მიხედვით: CNG საწვავი, LPG საწვავი, ელექტრო დამტენი, WC, ავტომობილის რეცხვა, ვულკანიზაცია და სხვა, სადგურების ფილტრაცია;
- მომსახურების შეფასების სისტემა;
- სწრაფი კომუნიკაცია ცხელ ხაზთან - მარტივი კომუნიკაცია ერთი ღილაკით.
გადმოწერეთ „ნეოგაზი“-ს აპლიკაცია უფასოდ და გაიმარტივეთ კომუნიკაცია !
აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი Android და iOS სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებიდან, იქნება ეს მობილური ტელეფონი თუ პლანშეტი.