ქუთაისში ნეოგაზის ახალი სადგური გაიხსნა
2014 წლის 9 მაისს, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ (სსეკ) ნეოგაზის ბრენდის ქვეშ მორიგი ახალი გაზგასამართი სადგური გახსნა.
სადგური ქალაქ ქუთაისის შესასვლელში, გუგუნავას ქ.№1 -ში მდებარეობს.
ნეოგაზის ახალი გაზგასამართი სადგური აღჭურვილია თანამდეროვე ტექნოლოგიებით: ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერის, არგენტინული კომპანია ASPRO-ს კომპრესორით და იტალიური წარმოების, FORNOVOGAS- ის გაზგასამართი დისპენსერებით. ნეოგაზის ქუთაისის გაზგასამართ სადგურზე მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში შესაბამისად მომზადებული კადრები მოემსახურებიან, რომლებიც ავტომობილის გამართვის სწრაფ, ხარისხიან და უსაფრთხო პროცესს უზრუნველყოფენ.