სიახლე კორპორატიული მომხმარებლებისათვის
2016 წლის დეკემბრის თვიდან კომპანია ნეოგაზი კორპორატიულ მომხმარებლებს სთავაზობს პლასტიკური ბარათების სისტემას. კორპორატიულ მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ სურვილი გადაანაწილონ მათ მიერ შესყიდული ბუნებრივი აირი კუთვნილ ბარათებზე ისარგებლებენ ახალი კორპორატიული ვებ აპლიკაციით.
ვებ აპლიკაცია კორპორატიულ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მიიღონ ინფორმაცია ორგანიზაციის კუთვნილი ბარათებისა და ანგარიშზე არსებული ბუნებრივი აირის ნაშთების შესახებ. მომხმარებლებს თავად ექნებათ შესაძლებლობა სურვილისამებრ დაამატონ ან დააკლონ ბარათს ბუნებრივი აირის ოდენობა,ასევე იხილონ მათ მიერ შეძენილი გაზის მოცულობების ისტორია, ნახონ მათი ბარათების მიერ ლიმიტების გახარჯვა სადგურებისა და თარიღის მიხედვით და აკონტროლონ მომხმარებლის მიერ გადანაწილებული მოცულობების ისტორია.
ვებ აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ კორპორატიულ მომხმარებლებს.
ბარათებით მომსახურება განხორციელდება ნეოგაზის ყველა ავტო გაზგასამართ სადგურზე მთელი საქართველოს მასშტაბით.
ბარათის მიღება შესაძლებელი იქნება ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა №18-ში მდებარე კომპანია ნეოგაზის სათაო ოფისში.