24 ივლისი 2018

სადაზღვევო აქცია ნეოგაზში

სადაზღვევო აქცია  ნეოქარდის მფლობელებისათვის!

  1. 24 ივლისიდან 24 აგვისტომდე ეწვიეთ ნეოგაზის გაზგასამართ სადგურებს.
  2. ისარგებლეთ ნეოქარდით.
  3. შეიძინეთ ჯამურად 200 მ³ ბუნებრივი აირი.
  4. მოხვდით პირველ 1000 მომხმარებელს შორის და მიიღეთ საჩუქრად ავტომფლობელთა მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის 1 წლიანი პოლისი "ბენეფიტსისგან".

საჩუქრად მიღებული პოლისის ფარგლებში "ბენეფიტსი" საკუთარ თავზე იღებს სხვისთვის მიყენებული ფინანსური, ჯანმრთელობის თუ სხვა სახის ზარალის ანაზღაურებას.

რას ნიშნავს ავტომფლობელთა მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი:

მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო პროდუქტია თანამედროვე დაზღვევის სფეროში.

  • პირველი პირი - დაზღვეული
  • მეორე პირი - სადაზღვევო კომპანია
  • მესამე პირი - ის ადამიანი, რომელსაც დაზღვეულის ქმედების შედეგად გარკვეული ზიანი მიადგა

სადაზღვევო პოლისი თავიდან აგაცილებთ ავტომობილის მართვისას, მესამე პირების ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის ხარჯებს.

ვაუჩერის პოლისზე გადასაცვლელად ეწვიეთ ვებ-გვერდს  www.autoinsurance.ge  და განაცხადის შესავსებად შეიყვანეთ ვაუჩერზე არსებული გადასაფხეკი ველის ქვეშ დატანილი კოდი და ვაუჩერის ნომერი.

გადაცვალეთ ვაუჩერი ავტომფლობელთა მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისზე არაუგვიანეს 24 აგვისტოსა.

 

ნეოგაზი გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობას!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად:
www.benefits.ge

2 50 00 01

მსგავსი სიახლეები

დაგვიკავშირდით

მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, აკ.წერეთლის გამზირი N117