პრო ბონო ქსელის შეხვედრა
1 ნოემბერს პრო ბონო ქსელის მეორე წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. მოცემული ღონისძიება წარმოადგენს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ აქტივობას. პროქტის მიზანია, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის ხელმშემწყობი გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება და მოქალაქეების მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა.
შეხვედრას დაესწრნენ, როგორც კომპანია „ნეოგაზის“ წარმომადგენლები, ასევე ქსელის წევრები, პარტნიორები და მხარდამჭერი ორგანიზაციები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა გასული წლის აქტივობები და თანამშრომლობის მაგალითები. პრეზენტაციები გააკეთეს სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებმა და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს მათ მიერ განხორციელებული პროექტები.
შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა მომავალი წლის აქტივობები და მონაწილეებს გადაეცათ პრო ბონო ქსელის სერტიფიკატები.