ნეოგაზის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო
ნეოგაზის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო!
გახდით ნეოქარდის მფლობელი!
15 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე ისარგებლეთ ნეოქარდით, ჩაერთეთ გათამაშებაში და მიიღეთ გათამაშების ბილეთი შემდეგი პირობებით:
- ერთჯერადად მინიმუმ 10მ3 ბუნებრივი აირის შენაძენზე - 1 ბილეთი (10მ3 =1 ბილეთი, 20მ3= 2 ბილეთი და ა.შ.).
- ნეოქარდზე დაგროვებული ყოველი 1 ქულის სანაცვლოდ - 1 ბილეთი.
გათამაშების ბილეთი გაიცემა ნეოგაზის ყველა გაზგასამართ სადგურზე, გარდა მოძრავი სადგურებისა.
გადაფხიკეთ ბილეთი მიღებისთანავე და მოიგეთ მომენტალური პრიზები: 5მ3 ბუნებრივი აირი ან Huawei-ს სმარტფონები, რომლებიც გაიცემა მომენტალურად, მოგების ადგილზე.
მთავარი პრიზის - ავტომობილი KIA RIO-ს გათამაშება გაიმართება 2018 წლის 25 დეკემბერს 18:40 საათზე ტელეკომპანია ,,იმედის’’ პირდაპირ ეთერში!
ბილეთის მეორე ნაწილზე აუცილებლად ჩაწერეთ თქვენი პირადი მობილური ტელეფონის ნომერი და მოათავსეთ სადგურზე არსებულ წამახალისებელი გათამაშების ყუთში, ხოლო პირველი ნაწილი შეინახეთ ფინალური გათამაშების დასრულებამდე.
მოგებული ბუნებრივი აირის ტალონის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია მოგებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ნეოგაზის ქსელში შემავალ ყველა სტაციონარ სადგურზე.
ბილეთი გაუქმებულად ჩაითვლება თუ დაზიანებულია, გარკვევით არ არის მითითებული და არ იკითხება ტელეფონის ნომერი, ვერ გაივლის ვალიდაციას ან დარღვეულია სხვა რაიმე სახის მოთხოვნა.
შპს „ნეოგაზი“-ს წამახალისებელი გათამაშების ზოგადი წესები
1. წამახალიებელი გათამაშებაში მონაწილეობის მიღების პირობები:
1.1 გათამაშებაში შეიძლება ჩაერთოს ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე ან/და არარეზიდენტი ფიზიკური პირი:
- რომელიც ფლობს „ნეოქარდ ბარათს“ და აქციის მიმდინარეობის პერიოდში „ნეოგაზი“-სბრენდის ქვეშ არსებულ ავტო გაზგასამართ სადგურზე შეიძენს ნაღდი ან/და საბანკო ტერმინალით ანგარიშსწორების გზით მინიმუმ 10 კუბურ მეტრ საწვავს ერთჯერადად (10 კუბური მეტრი = 1 ბილეთს, 20 კუბური მეტრი = 2 ბილეთს და ა.შ).
- რომელიც ნეოქარდ ბარათზე დაგროვილ 1 ქულის სანაცვლოდ მოითხოვს გათამაშებაში ჩართვას და სანაცვლოდ მიიღებს 1 ბილეთს (ნეოქარდ ბარათზე დაგროვილი 1 ქულა=წამახალისებელი გათამაშების 1 ბილეთს);
- რომელიც ნეოქარდ ბარათზე დაგროვილ 1 ქულის სანაცვლოდ მოითხოვს გათამაშებაში ჩართვას და სანაცვლოდ მიიღებს 1 ბილეთს (ნეოქარდ ბარათზე დაგროვილი 1 ქულა=წამახალისებელი გათამაშების 1 ბილეთს);
- დაუშვებელია:
- ნეოქარდ ბარათზე დაგროვილი ქულებით ბუნებრივი აირის შესყიდვისას მომხმარებელზე გათამაშების ბილეთების გაცემა.
- ნეოქარდ ბარათზე დაგროვილი ქულებით ბილეთის მიღებისას გაზგასამართ სადგურზე ბუნებრივი აირის შეძენა იმავე დაგროვებული ქულებით.
2. წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების აუცილებელი პირობები
2.1 გათამაშებაში მონაწილების მისაღებად მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გაატაროს ნეოქარდ ბარათი ავტოგაზგასამართ სადგურზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებს გათამაშებაში მონაწილეობას. იმ მომხმარებელს, რომელსაც არ ექნება ნეოქარდ ბარათი და ექნება სურვილი გათამაშებაში მონაწილეობის მიღებისა, შეუძლია ნეოქარდ ბარათი მიიღოს ნებისმიერ ნეოგაზის ბრენდის ქვეშ არსებულ ავტო გაზგასამართ სადგურზე.

2.2 გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იურიდიულ პირებს, ასევე შპს „ნეოგაზი“-ს და მასთან აფილირებული პირების თანამშრომლებს და მათ ოჯახის წევრებს (დედა, მამა, მეუღლე, შვილები, და, ძმა).
2.3 იმ შემთხვევაში, თუ ბილეთის მფლობელი არ მოათავსებს ბილეთს ობიექტზე განლაგებულ სპეციალურ ყუთში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ფინალურ გათამაშებაში.
2.4 მომხმარებლის მიერ ბილეთის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მას არ აქვს უფლება პრეტენზია წაუყენოს ორგანიზატორს.
2.5 ბილეთი გაუქმებულად ჩაითვლება თუ დაზიანებულია, გარკვევით არ არის მითითებული და არ იკითხება ტელეფონის ნომერი, ვერ გაივლის ვალიდაციას ან დარღვეულია სხვა რაიმე სახის მოთხოვნა.
3. წამახალისებელი გათამაშების პროცედურა:
- გათამაშება და გამარჯვებულის გამოვლენა განხორციელდება მომენტალური მომგებიანი ბილეთების და დოლურის მეშვეობით.
- გათამაშებისბილეთზემითითებულიუნიკალურინომერიარისბილეთისიდენტიფიკატორი.
- უნიკალური ნომრით განხორციელდება დოლურის მეშვეობით მთავარი პრიზის მფლობელის გამოვლენა.
4. მომენტალური მომგებიანი ბილეთების მეშვეობით:
4.1 ბილეთზე გადასაფხეკი ველის გადაფხეკის საშუალებით შესაძლებელი იქნება ადგილზე მომენტალური პრიზის მოგება. ამასთანავე გაცემული თითოეული ბილეთის მოსახევი ნაწილის ავტო გაზგასამართ სადგურზე დამონტაჟებულ ყუთში მოთავსების შედეგად პირი ჩაერთვება ფინალურ გათამაშებაში,(მიუხედავად იმისა, აღნიშნულმა ბილეთმა მოიგო თუ არა მომენტალური პრიზი) რომელიც გაიმართება დოლურის მეშვეობით მთავარი პრიზის მფლობელის გამოსავლენად.
4.2 მომხმარებელმა უნდა გადაფხიკოს გადასაფხეკი ველი, გახიოს ბილეთი ორ ნაწილად (პერფორაციის ადგილზე), აქედან ბილეთის ერთი ნაწილი (მარცხენა) დარჩება მომხმარებელს, ხოლო მეორე ნაწილი (მარჯვენა) მოთავსდება ავტოგაზგასამართ სადგურებზე დამონტაჟებულ სპეციალურ ყუთში. მომხმარებელი სპეციალურ ყუთში განსათავსებელ ბილეთის ნაწილზე დააფიქსირებს მითითებულ ველში პირადი მობილური ტელეფონის ნომერს, რის შემდგომაც აღნიშნულს მოათავსებს სპეციალურ ყუთში.
4.3 გადასაფხეკი ველის მეშვეობით მოგებული პრიზი (ბუნებრივი აირის ტალონი ან მობილური ტელეფონი) გაიცემა მომენტალურად, მოგების ადგილზე, მას შემდგომ, რაც მომხმარებლის მიერ შევსებულ იქნება ანკეტა, რაც დაადასტურებს გამარჯვებულის ვინაობას და პრიზის მიღების ფაქტს. ამასთანავე, მომხმარებელს მოგებული ბილეთის წარდგენის და პრიზის მოთხოვნის უფლება აქვს გათამაშებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ,,ნეოგაზი" ვალდებულია მომხმარებლის მიერ მოგებული ბილეთის წარდგენიდან 6 (ექვსი) დღის განმავლობაში გადასცეს მომხმარებელს პრიზი მომგებიანი ბილეთის გაცემის სადგურზე.
4.4 მოგებული ბუნებრივი აირის ტალონის განაღდებით ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართვა გამარჯვებულ მომხმარებელს შეუძლია სურვილისამებრ შპს „ნეოგაზის“ქსელში შემავალ ყველა სტაციონარ სადგურზე (გარდა მოძრავი ავტოგაზგასამართი სადგურებისა): (ა) მომენტალური პრიზის (ბუნებრივი აირის ტალონის) მოგებისთანავე; (ბ) მომენტალური პრიზის (ბუნებრივი აირის ტალონის) გადაცემიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში „ნეოგაზის“ ქსელში შემავალ ყველა სტაციონარ სადგურზე მისი წარდგენისთანავე.
5. დოლურას მეშვეობით „მთავარი პრიზის“ გათამაშება:
5.1 წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი უზრუნველყოფს გათამაშებაში მონაწილე ყველა ბილეთის შეგროვებას. ბილეთების საბოლოო თავმოყრა მოხდება „ნეოგაზის" სათავო ოფისში (ქ.თბილისი, გაზაფხულის ქ.№18), საიდანაც აღნიშნული ბილეთები დალუქული წესით გადაზიდულ იქნება ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ.№5).
5.2 გამარჯვებულს გამოავლენს გადაცემის წამყვანი, რომელიც დოლურიდან ამოიღებს ალბათობის საფუძველზე წამახალისებელი გათამაშების ბილეთს და წაიკითხავს მასზე მითითებული ტელეფონის ნომერს გარდა ბოლო სამი ციფრისა და ბილეთის უნიკალურ ნომერს. შემდეგ დარეკავს აღნიშნულ ნომერზე და პასუხის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელს მიულოცავს გამარჯვებას. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი 3 დარეკვის შემდეგ არ უპასუხებს ტელეფონს ან სამი მცდელობის შემდეგ ვერ მოხერხდება აბონენტთან დაკავშირება (მაგალითად, არ უპასუხებს, გამორთულია/მიუწვდომელია ტელეფონი ან შეუძლებელია აბონენტთან დაკავშირება) ბილეთი მოიხსნება გათამაშებიდან და წამყვანი ამოიღებს შემდეგ ნომერს დოლურიდან.
5.3 ფინალური პრიზის მისაღებად მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს მომგებიანი ბილეთის მეორე ნაწილი (რომელიც შეინახა მომხმარებელმა) და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
5.4 ფინალურ გათამაშებაზე მოგებული პრიზის მოთხოვნა გამარჯვებულ მომხმარებელს შეუძლია გათამაშებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პრიზის გაცემა მოხდება მოგებული ბილეთის წარდგენიდან არაუგვიანეს 6 დღისა შპს „ნეოგაზის“ ორთაჭალის ავტო გაზგასამართი სადგურიდან, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, გულუას ქ.№22.

6. გათამაშების ჩატარების ვადა და ადგილი:
6.1 წამახალისებელი გათამაშება ჩატარდება საქართველოს მასშტაბით და მასში ჩაერთვება შპს „ნეოგაზი“-ს ავტო გაზგასამართი სადგურების მთელი ქსელი და ასევე მისი ბრენდის ქვეშ ფრენშაიზის ხელშეკრულების შესაბამისად არსებული ავტოგაზგასამართი სადგურები, რომლის მეშვეობით შპს „ნეოგაზი“ ახორციელებს ბუნებრივი აირის (საავტომობილო გაზი) რეალიზაციას ავტო სატრანსპორტო საშუალებების გამართვის გზით. აქციის პირობები გავრცელდება შპს „ნეოგაზი“-ს ქსელში შემავალ ყველა სტაციონარ სადგურზე, გარდა მოძრავი ავტო გაზგასამართი სადგურებისა.
7. მომენტალური გათამაშება დაიწყება 2018 წლის 15 სექტემბერს 00:00 სთ-დან და დასრულდება 2018 წლის 14 დეკემბერს 23:59 საათზე, მომენტალური პრიზის გაცემა განხორციელდება მოგების ადგილზევე.
- მთავარი პრიზის გათამაშებისათვის ბილეთების გაცემა დაიწყება 2018 წლის 15 სექტემბერს 00:00 სთ-დან და დასრულდება 2018 წლის 14 დეკემბერს 23:59 საათზე, შემდგომ განხორციელდება ბილეთების თავმოყრა და 2018 წლის 25 დეკემბერს გათამაშდება მთავარი პრიზი დოლურის მეშვეობით სატელევიზიო ეთერის საშუალებით (გათამაშება წარიმართება ტელეკომპანია ,,იმედის'' ეთერში 2018 წლის 25 დეკემბერს 18:40 საათზე). გათამაშებული მთავარი პრიზის გაცემა განხორციელდება მოგებული ბილეთის წარდგენიდან არაუგვიანეს 6 დღისა „ნეოგაზის“ ორთაჭალის ავტოგაზგასამართი სადგურიდან, მდებარე მისამართზე, ქალაქი თბილისი, გულუას ქ.№22.
8. მოგების გაცემის ვადები:
მომგებიანი თამაშობის მოგებების გაცემის საერთო ვადაა გათამაშებიდან 30 კალენდარული დღე. მოგება უნდა გაიცეს მომგებიანი ბილეთის (ტალონის) წარდგენიდან არა უგვიანეს 6 დღისა.
9. პრეტენზიების განხილვის წესი:
მომგებიანი თამაშობის მოგებების გაცემის საერთო ვადაა გათამაშებიდან 30 კალენდარული დღე. მოგება უნდა გაიცეს მომგებიანი ბილეთის (ტალონის) წარდგენიდან არა უგვიანეს 6 დღისა.
9. პრეტენზიების განხილვის წესი:
9.1 წამახალისებელი გათამაშების ორგანიზებასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს შემთხვევის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) დღის ვადაში მიმართოს ორგანიზატორს პრეტენზიით. პრეტენზიის დაფიქსირება მომხმარებელს შეეძლება:
- ელ.ფოსტაზე პრეტენზიის გამოგზავნით info@neogas.ge
ან
- წერილობითი ფორმით ქ.თბილისი, გაზაფხულის ქ.№18-ში შპს „ნეოგაზის“ სათავო ოფისში.
მომხმარებლების პრეტენზიების შესახებ გადაწყვეტილებას ორგანიზატორი იღებს არაუგვიანეს 20 დღისა პრეტენზიის მიღების დღიდან. პრიზის გაცემის შემდეგ პრეტენზია არ განიხილება.
10. დასკვნითი დებულებები:
10.1 რეგლამენტში გაწერილი ინფორმაცია მომხმარებელს შეეძლებათ მოითხოვონ ავტოგაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე. ასევე განთავსდება კომპანიის ვებ-გვერდზე: www.neogas.ge და facebook: ნეოგაზი/Neogas.
10.2 დაუშვებელია პრიზის ნაცვლად ფულადი თანხის მიღება.
10.3 პრიზი შესაძლებელია განსხვავდებოდეს სარეკლამო მასალებში ნაჩვენები გამოსახულებიდან ფერით.
10.4 წამახალისებელი გათამაშების მოგებათა ოფიციალური ცხრილი გამოქვეყნდება გათამაშებიდან არაიგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში.