05 ივნისი 2015

ნეოგაზის ქსელს კიდევ ერთი ბრენდირებული სადგური დაემატა

ნეოგაზის გაზგასამართი სადგურების ქსელს კიდევ ერთი ბრენდირებული სადგური დაემატა. 

ამჯერად კომპანიამ დიღმის გაზგასამართი სადგური განაახლა, მდებარე მისამართზე აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კმ.

სადგურზე გაიზარდა გაზის საცავი სისტემის მოცულობა, რის შედეგად, ავტომობილის გასამართი ბუნებრივი აირის ტემპერატურა მნიშვნელოვნად კლებულობს, ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს მომხმარებლის მიერ მეტი მანძილის დაფარვას.

ნეოგაზის დიღმის სადგურზე დანერგილია თანამედროვე ავტომატიზირებული მართვის სისტემა, რაც სადგურის ტექნიკურად გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

გაზგასამართ სადგურზე მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში კვალიფიციური კადრები მოემსახურებიან, რომლებიც ავტომობილის გამართვის სწრაფ, ხარისხიან და უსაფრთხო პროცესს უზრუნველყოფენ.

ნეოგაზი კვლავ განაგრძობს ქსელის გაფართოებისა და ბრენდირების პროცესს.

2015 წლის განმავლობაში კომპანიას კიდევ 7 გაზგასამართი სადგურის ბრენდირება აქვს დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

დაგვიკავშირდით

მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, აკ.წერეთლის გამზირი N117