22 თებ 2019

"ნეოგაზი" ჩაერთო აქციაში „გაამწვანე ვარკეთილი“

"ნეოგაზი" ჩაერთო აქციაში „გაამწვანე ვარკეთილი“

გამწვანების აქციის ფარგლებში 100 ძირი კედრის ხე, ამჯერად ვარკეთილი 3, მე-2 მ/რ-ში მდებარე N23-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „ნეოგაზის“ მხარდაჭერით დაირგო. აქციაში აქტიურად მიიღეს მონაწილეობა „ნეოგაზის“ წარმომადგენლებმა, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს წევრმა ლევან ჯაფარიძემ და ასევე N178-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.



მადლობა სამგორის მაჟორიტარს, ბატონ რევაზ სოხაძეს, რომლის ინციატივით და ძალისხმევითაც ხორციელდება ეს პროექტი.

ღონისძიების "გაამწვანე ვარკეთილის" მიზანია, რაიონში რეკრეაციული სივრცეების განვითარება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ერთობლივი ძალისხმევით, კი ვარკეთილის 3-ში ერთ-ერთი გამორჩეული სკვერი გამწვანდა.

"ნეოგაზი"-სთვის გარემოზე ზრუნვა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება.

#მწვანეჩვენიარჩევანია

 

მსგავსი სიახლეები

დაგვიკავშირდით

მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, აკ.წერეთლის გამზირი N117