22 თებ 2022

მთავარი პრიზის გადაცემა

2021 წლის 1 ნოემრიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ნეოგაზმა უკვე ტრადიციულად ჩაატარა მეოთხე წამახალისებელი გათამაშება.

3 თვის განმავლობაში ყოველდღიურად გაიცემოდა მომენტალური პრიზები სადგურზევე, ბილეთის გადასაფხეკი ველის საშუალებით.
15 თებერვალს რუსთავი 2-ის და ნეოგაზის ფეისბუქ ლაივის საშუალებით გამოვლინდა 2021 წლის წამახალისებელი გათამაშების მთავარი პრიზის, არქის ბინის მფლობელი ბატონი გოჩა მოსიაშვილი, მარნეულის რაიონი სოფელი წერეთელიდან. 

21 თებერვალს, ნეოგაზის ორთაჭალის გაზგასამართ სადგურზე გაიმართა ბინის გადაცემის ცერემონია.
ნეოგაზის გუნდის სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბატონ გოჩას ამ გამარჯვებას!

მთავარი პრიზის გარდა, იანვრის თვეში ყველაზე მეტი გათამაშების ბილეთის მფლობელებს გადაეცათ კუთვნილი 100 მ³ ბუნებრივი აირის ტალონები საჩუქრად.

გილოცავთ ყველა გამარჯვებულს და წარმატებებს გისურვებთ მომავალ გათამაშებებში!


2017 წლის ნეოგაზის წამახალისებელი გათამაშება - მთავარი პრიზი Toyota Corolla
2018 წლის ნეოგაზის წამახალისებელი გათამაშება - მთავარი პრიზი KIA Rio
2019 წლის ნეოგაზის წამახალისებელი გათამაშება - 2 კაციანი საგზურები - პარიზი, ბარსელონა, ვენა, პრაღა!


მსგავსი სიახლეები

დაგვიკავშირდით

მისამართი: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქ. N18