ელექტრო დამტენები ნეოგაზში
ნეოგაზის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა იზრუნოს უსაფრთხო გარემოზე. კომპანია კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და ნეოგაზის სადგურებზე ელექტრომობილებისთვის უფასო ელექტროსატენი აპარატურის ქსელს ავითარებს.
მომხმარებლებს საშუალება აქვთ უფასოდ ისარგებლონ ელექტროდამტენებით ნეოგაზის ახლა უკვე 8 სადგურზე.
ნეოგაზი ავტოგაზგასამართი სადგურების ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელია და საქართველოს მასშტაბით 21 სტაციონარ და 13 მოძრავ სადგურს ფლობს.
ნეოგაზი მომხმარებელს სთავაზობს შეკუმშული ბუნებრივი აირით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართვას. აღსანიშნავია, რომ შეკუმშული ბუნებრივი აირი სხვა ალტერნატიულ საწვავთან, ბენზინთან და დიზელთან შედარებით ეკოლოგიურად სუფთა და იაფი საწვავია. ელექტრო ავტომობილების დამტენი აპარატურის დამონტაჟებით ნეოგაზი, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ცდილობს შეიტანოს საკუთარი წვლილი ბუნების დაცვაში და მოუწოდებს მომხმარებლებს აირჩიონ ის ბრენდი და პროდუქტი, რომლის უკან გარემოზე ზრუნვა დგას.
ნეოგაზის სადგურების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ელექტრო დამტენებით სარგებლობა:
- საბურთალო, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ
- ორთაჭალა, გულუას ქ. N22
- ვარკეთილი, ჯავახეთის ქ.მე-3 მკ.რ.-ის მოპირდაპირედ
- დიღომი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კმ.
- თელავი, თბილისის გზატკეცილიმე-2 კმ.
- ზესტაფონი, სოფელი არგვეთა
- ქუთაისი, გუგუნავას ქ. N1
- სამტრედია, სოფელი დაფნარი
ერთად ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე!
ნეოგაზი - მწვანე ჩვენი არჩევანია!