01 Nov 2017

პრო ბონო ქსელის შეხვედრა

1 ნოემბერს პრო ბონო ქსელის მეორე წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. მოცემული ღონისძიება წარმოადგენს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ აქტივობას. პროქტის მიზანია, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის ხელმშემწყობი გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება, მოქალაქეების მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა და კავშირების განმტკიცება სხვა აქტორებთან.

შეხვედრას დაესწრნენ, როგორც კომპანია „ნეოგაზის“ წარმომადგენლები, ასევე ქსელის წევრები, პარტნიორები და მხარდამჭერი ორგანიზაციები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა გასული წლის აქტივობები და თანამშრომლობის მაგალითები. პრეზენტაციები გააკეთეს სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა მომავალი წლის აქტივობები და მონაწილეებს გადაეცათ პრო ბონო ქსელის სერტიფიკატები.

Свяжитесь с нами

Горячая линия: hotline_tell
адрес: Давно выяснено, что при оценке дизайна
тел: +995 032000000