28 Sep 2017

ნეოგაზის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო!



ნეოგაზის წამახალისებელი გათამაშება იწყება! 

5 ოქტომბრიდან 25 დეკემბრამდე ნეოქარდის მფლობელები ჩაერთეთ გათამაშებაში შემდეგი პირობებით: 

ერთჯერადად მინ. 10მ3 ბუნებრივი აირის შენაძენზე - 1 ბილეთი

ნეოქარდის ყოველი 2 ქულის სანაცვლოდ - 1 ბილეთი

გადაფხიკეთ ბილეთზე მოთავსებული საფარი ბილეთის მიღებისთანავე და მოიგეთ მომენტალური პრიზები: 2, 5, 10 და 20მ3 ბუნებრივი აირის ტალონები, რომლებიც გაიცემა მომენტალურად, მოგების ადგილზე. მოგებული ტალონის გამოყენება შესაძლებელია მოგებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ნეოგაზის ყველა სტაციონარ სადგურზე. 

ბილეთის მეორე ნაწილზე აუცილებლად ჩაწერეთ თქვენი პირადი მობილური ტელეფონის ნომერი და მოათავსეთ სადგურზე არსებულ წამახალისებელი გათამაშების ყუთში. 

ბილეთი გაუქმებულად ჩაითვლება თუ დაზიანებულია, გარკვევით არ არის მითითებული და არ იკითხება ტელეფონის ნომერი, ვერ გაივლის ვალიდაციას ან დარღვეულია სხვა რაიმე სახის მოთხოვნა. 

მთავარი პრიზის - ავტომობილი TOYOTA COROLLA-ს გათამაშება გაიმართება 2018 წლის 11 იანვარს 18:40 საათზე ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში!

ფინალურ გათამაშებაზე მოგებული პრიზის მოთხოვნა გამარჯვებულ მომხმარებელს შეუძლია გათამაშებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პრიზის გაცემა მოხდება მოგებული ბილეთის წარდგენიდან არაუგვიანეს 6 დღისა შპს „ნეოგაზის“ ორთაჭალის ავტოგაზგასამართი სადგურიდან, მის: ქ. თბილისი, გულუას ქ. N22. პრიზის მისაღებად წარმოადგინეთ მომგებიანი ბილეთი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

другие новости

Свяжитесь с нами

Горячая линия: hotline_tell
адрес: Давно выяснено, что при оценке дизайна
тел: +995 032000000