15 Sep 2018

ნეოგაზის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო

                                                        ნეოგაზის წამახალისებელი გათამაშება იწყება!

გახდით ნეოქარდის მფლობელი!

15 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე ისარგებლეთ ნეოქარდით, ჩაერთეთ გათამაშებაში და მიიღეთ გათამაშების ბილეთი შემდეგი პირობებით:

  • ერთჯერადად მინიმუმ 10მ3  ბუნებრივი აირის შენაძენზე - 1 ბილეთი (10მ3 =1 ბილეთი).
  • ნეოქარდზე დაგროვებული ყოველი   1 ქულის სანაცვლოდ - 1 ბილეთი.

გათამაშების ბილეთი გაიცემა ნეოგაზის ყველა გაზგასამართ სადგურზე, გარდა მოძრავი სადგურებისა.

გადაფხიკეთ ბილეთი მიღებისთანავე და მოიგეთ მომენტალური პრიზები: 5მბუნებრივი აირი ან Huawei-ს სმარტფონები, რომლებიც გაიცემა მომენტალურად, მოგების ადგილზე.

მთავარი პრიზის - ავტომობილი KIA RIO-ს გათამაშება გაიმართება 2018 წლის 25 დეკემბერს 18:40 საათზე ტელეკომპანია ,,იმედია’’ პირდაპირ ეთერში!

ბილეთის მეორე ნაწილზე აუცილებლად ჩაწერეთ თქვენი პირადი მობილური ტელეფონის ნომერი და მოათავსეთ სადგურზე არსებულ წამახალისებელი გათამაშების ყუთში, ხოლო მეორე ნაწილი შეინახეთ ფინალური გათამაშების დასრულებამდე.

მოგებული ბუნებრივი აირის ტალონის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია მოგებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ნეოგაზის ქსელში შემავალ ყველა სტაციონარ სადგურზე.

ბილეთი გაუქმებულად ჩაითვლება თუ დაზიანებულია, გარკვევით არ არის მითითებული და არ იკითხება ტელეფონის ნომერი, ვერ გაივლის ვალიდაციას ან დარღვეულია სხვა რაიმე სახის მოთხოვნა.

Свяжитесь с нами

Горячая линия: hotline_tell
адрес: Давно выяснено, что при оценке дизайна
тел: +995 032000000