დაწყება დასრულება

საბარათე სისტემის სპეციალისტი

16 სექტემბერი 31 ოქტომბერი

კომპანია ნეოგაზი აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურებისა და საბარათე სისტემის სპეციალისტის პოზიციაზე.

 
ფუნქცია-მოვალეობები:

  • ცხელ ხაზზე შემოსული ზარების პასუხი და შესაბამის ფორმაში ინფორმაციის რეგისტრაცია/დახმარების გაწევა კომპეტენციის ფარგლებში ან/და გადამისამართება;
  • ცხელ ხაზზე შემოსული ზარების შესახებ ანგარიშის მომზადება და შესაბამისი პირებისათვის წარდგენა;
  • სადგურებიდან მიღებული ბუნებრივი აირის ტალონების აღრიცხვა;
  • მომხმარებლების ანკეტური მონაცემების საბარათე სისტემაში პროგრამული რეგისტრაცია, უზუსტობების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
  • საბარათე სისტემასთან დაკავშირებით ანგარიშგებების მომზადება და ამ სისტემასთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობაში ჩართული ოპერაციების შესრულება/კონტროლი;
  • გაზგასამართი სადგურების მენეჯერებთან და მომხმარებელთან კომუნიკაცია საბარათე სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები და შესაძლებლობები:

  • ინფორმაციის შეგროვების უნარი;
  • ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • მომხმარებელის მომსახურებაზე ორიენტირებული;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
  • პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული.

 

თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@neogas.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

დაგვიკავშირდით

მისამართი: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქ. N18