დაწყება დასრულება

გაზგასამართი სადგურის გამმართველი

19 ივნისი 19 ივლისი

ხართ კომუნიკაბელური და მოწესრიგებული?
შეგიძლიათ გუნდში მუშაობა?
ხართ მშვიდი და თავაზიანი?
სწრაფად ითვისებთ ახალ საქმეს?
შეგიძლიათ მომხმარებელთან ურთიერთობა?
გაქვთ საბაზისო მათემატიკური უნარები?

მაშინ, კომპანია ნეოგაზი გთავაზობთ საქართველოს მასშტაბით (საბურთალო, ვარკეთილი,  ლოჭინი, მარტყოფი (მოძრავი), ორთაჭალა, რუსთავი (მოძრავი)) გაზგასამართ სადგურებზე გამმართველის პოზიციაზე დასაქმებას.

ფუნქციები:

  • ავტომობილის გამართვა გაზით
  • მომსახურების სტანდარტების დაცვა
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა
  • სალარო ოპერაციების შესრულება

სამუშაო პირობები:

  • 4 ცვლიანი სამუშაო გრაფიკი
  • მოძრავ სადგურზე 2 ცვლიანი სამუშაო გრაფიკი

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ფიტნეს კლუბით (GIG Fitness) მომსახურება სათავო ოფისში
  • სტაჟის მიხედვით დანამატი
  • დასაქმება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
  • პროფესიული განვითარება

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@neogas.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიისა და სამუშაო ადგილის  დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. 


პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

დაგვიკავშირდით

ცხელი ხაზი: +995 (32) 2 47 16 16
მისამართი: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქ.N18
ტელ: +995 (32) 2 21 03 31