დაწყება დასრულება

გამმართველი ორთაჭალის, ვარკეთილისა და ლოჭინის გაზგასამართ სადგურებზე

05 მარტი 05 აპრილი
კომპანია ,,ნეოგაზი“ აცხადებს ვაკანსიას ორთაჭალის, ვარკეთილისა და ლოჭინის გაზგასამართ სადგურებზე გამმართველის პოზიციაზე
  • სამუშაო გრაფიკი - 24 საათიანი ცვლა (4 დღეში ერთხელ);
  • ანაზღაურება 350 ლარი (გადასახადების გარეშე);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვარტალური საბონუსე სისტემა; 
  • პროფესიული განვითარება.
ძირითადი მოვალეობები:
  • ავტომობილის გამართვა გაზით;
  • მომსახურების სტანდარტების დაცვა; 
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • სალარო ოპერაციების შესრულება; 
  • მომხმარებელთათვის კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • სასურველია მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
  • საბაზისო მათემატიკური უნარები;
  • ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@neogas.ge ან დაგვიკავშრდით ნომერზე: 2 21 03 31 (შიდა ნომერი - 420).

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიისა და სამუშაო ადგილის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

დაგვიკავშირდით

მისამართი: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქ.N18