08 ნოემბერი 2019

უსაფრთხოება ნეოგაზის გაზგასამართ სადგურებზე

 

უსაფრთხოება ნეოგაზის გაზგასამართ სადგურებზე

ბუნებრივი აირი ბევრად უფრო უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა საწვავია, ვიდრე სხვა ტრადიციული სახეობები. მისი თვისებები უზრუნველყოფს იმას, რომ ის იყოს ნაკლებად საფრთხისშემცველი ავტომობილის მეპატრონისთვის და გარშემომყოფებისთვის.

ნეოგაზი დიდ ყურადღებას აქცევს უსაფრთხოების ნორმებს. თანაც წარმატებით გაიარა საერთაშორისო ორგანიზაცია Conformity Assessment International - CAI-ის მიერ ჩატარებული უსაფრთხოების შემოწმება და შეუერთდა კამპანიას - #უსაფრთხოებამნიშვნელოვანია.

კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, ნეოგაზის გაზგასამართ სადგურზე გვაქვს რამდენიმე რეკომენდაცია, რომელსაც აუცილებლად უნდა მიჰყვეთ.

 

მოწევა აკრძალულია

არ აქვს მნიშვნელობა ეს არის თამბაქო, ელ. სიგარეტი თუ სხვა მოსაწევი მოწყობილობა, ის წარმოადგენს აალების საფრთხეს. სწორედ ამიტომ, ნეოგაზის ყველა სადგურზე მოცდის პერიოდში მკაცრად არის აკრძალული ნებისმიერი სახის მოსაწევის მოხმარება. გთხოვთ, სადგურზე შესვლამდე უზრუნველყავით მისი სათანადო ადგილზე გადაგდება და გამართვის პერიოდში არ მოუკიდოთ ახალს.

დაიცავით 10 კმ/სთ სიჩქარის ლიმიტი

სადგურზე დაუშვებელია ავტომობილის სწრაფი მოძრაობა, რადგან ეს შეიძლება გახდეს თქვენი, სადგურის თანამშრომლების ან/და სხვა გარეშე პირების დაშავების მიზეზი. გთხოვთ, გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე შესვლისთანავე იმოძრაოთ არაუმეტეს 10 კმ/სთ სიჩქარით.

დაიცავით დისტანცია

გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე აუცილებელია ორგანიზებული მოძრაობა და რიგის დაცვა. არ შეიძლება სხვა ავტომობილის გადასწრება. ასევე ავტომობილებს შორის უნდა დაიცვათ მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია, რათა საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს თავისუფალი მანევრირება.

გამორთეთ ძრავა

გაზგასამართ სადგურზე სვეტთან გაჩერებისთანავე, პირველ რიგში, უნდა გამორთოთ ავტომობილის ძრავა. მისი ჩართულ  მდგომარეობაში დატოვება გამართვის დროს შეიძლება აფეთქების გამომწვევი მიზეზი გახდეს. გამორთული ძრავა არის თქვენი და სადგურის ოპერატორების უსაფრთხოების გარანტი.

გადმოსვით მგზავრები

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი აირი არის საწვავის მაქსიმალურად უსაფრთხო ალტერნატივა, ავტომობილის გაუმართაობამ თუ სხვა გარეშე მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს აალება, რაც შეიძლება გახდეს მგზავრების დაშავების მიზეზი. გთხოვთ, გამართვისას გადმოსვათ ყველა მგზავრი, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური უსაფრთხოება. შშმ პირებს დახმარებას გაუწევენ ჩვენი ოპერატორები.

 

სწრაფი მანევრირება განსაკუთრებული სიტუაციების დროს

ცეცხლმაქრების ადგილმდებარეობა

ნეოგაზის სადგურები აღჭურვილია ყველა იმ ტიპის ფხვნილოვანი ცეცხლმაქრებით, რისი მეშვეობითაც უმოკლეს დროშია შესაძლებელი ნებისმიერი ტიპის ცეცხლის ჩაქრობა. სადგურზე შესვლისთანავე განსაზღვრეთ თუ სად არის ყველაზე ახლოს განთავსებული ცეცხლმაქრი, რათა საგანგებო მდგომარეობის დროს მაქსიმალურად მცირე დროში შეძლოთ მასთან მისვლა.

 

 

მსგავსი სიახლეები

დაგვიკავშირდით

მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, აკ.წერეთლის გამზირი N117