11 თებ 2022

ნეოქარდის უპირატესობები

რა არის ნეოქარდი?
ნეოქარდი არის მუდმივი მოხმარების დაგროვების ბარათი, რომელიც განკუთვნილია ნეოგაზის ავტოგაზგასამართი სადგურების ერთგული მომხმარებლებისთვის. 

ბარათის გაცემის წესი

ნეოქარდის მფლობელი შეიძლება გახდეს ნეოგაზის ნებისმიერი საცალო მომხმარებელი, რომელიც შეიძენს ნებისმიერი ოდენობის ბუნებრივ აირს ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო ბარათით.

ბარათის გაცემა ხდება უფასოდ, ნეოგაზის ყველა სადგურზე, პირადობის მოწმობის საფუძველზე.

ბარათით სარგებლობა

ნებისმიერი ოდენობის ბუნებრივი აირის შეძენისას ნეოქარდის ტერმინალში გატარების შემდეგ ნეოქარდზე დაგერიცხებათ ქულები. ასევე ნეოქარდით ისარგებლებთ მომენტალური ფასდაკლებით ჩვენს სადგურებზე.

დაგროვილი ქულების გადაცვლა შესაძლებელია შესაბამისი ღირებულების ბუნებრივ აირზე. ქულების გადასაცვლელად თან უნდა იქონიოთ ბარათი. ქულების გასანაღდებლად დაგჭირდებათ სმს კოდი, რომელსაც მიიღებთ თქვენს მობილურ ნომერზე, რომელიც დაფიქსირებულია ნეოქარდის ბაზაში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ცხელი ხაზის ოპერატორს, ნომერზე 2 47 16 16.

მხოლოდ ნეოქარდის მფლობელებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა ნეოგაზის ყველა აქციასა თუ წამახალისებელ გათამაშებაში.



კორპორატიული მომსახურება

კომპანია ნეოგაზი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს საწვავის შეძენას სატალონე სისტემის მეშვეობით.  კორპორატიულ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ  შეიძინონ 1, 2, 5, 10, 20 და 50 კუბიანი ტალონები.

კორპორატიული ვებ აპლიკაციის ფუნქციები

  • ორგანიზაციის კუთვნილი ბარათებისა და ანგარიშზე არსებული ბუნებრივი აირის ნაშთების ნახვა;
  • ბარათებზე ბუნებრივი აირის ოდენობების დაკლება ან დამატება;  
  • შეძენილი ბუნებრივი აირის მოცულობების ისტორიის ნახვა;  
  • ინფორმაციის ნახვა ბარათების მიერ ლიმიტების გახარჯვის, სადგურებისა და თარიღის მიხედვით;
  • გადანაწილებული მოცულობების ისტორიის კონტროლი.


კორპორატიული ვებ აპლიკაციის უპირატესობები

  • ბუნებრივი აირის ნაშთების კონტროლი;
  • მოქნილობა და სისწრაფე;  
  • მარტივი აღრიცხვის სისტემა;
  • ვებ აპლიკაციის საშუალებით ბარათზე ნაშთის  დასმის შემდგომ მომენტალურად ასახვისა და განაღდების შესაძლებლობა;
  • ვებ აპლიკაციის საშუალებით 24 საათიანი მონიტორინგი;
  • დისტანციური მართვის საშუალება (კომპანიის წარმომადგენელს არ უწევს ბუნებრივი აირის ყოველი შეძენის დროს სათაო ოფისში მოსვლა ტალონებისათვის);  
  • კორპორატიული ბარათები გადაეცემა კომპანიას უსასყიდლოდ მათი ავტომობილების რაოდენობის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები

დაგვიკავშირდით

მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, აკ.წერეთლის გამზირი N117