ბავშვთა საერთაშორისო დღე
ეკოლოგიური პროდუქტის და მაღალი ხარისხის მომსახურების გარდა არის საკითხი, რომელზეც ნეოგაზი განსაკუთრებით ზრუნავს.
1950 წლიდან 1 ივნისი მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ამ დღეს ჩვენი მომავალი თაობისთვის, ბავშვებისთვის აღვნიშნავთ. ნეოგაზი უკვე რამდენიმე წელია, რაც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მნიშვნელოვნად გამოყოფს და ცდილობს პატარები გააბედნიეროს და წაახალისოს. 2022 წლის 1 ივნისის მთავარი გმირები კი სოფელ ყანობის სკოლის მოსწავლეები აღმოჩნდნენ.
სოფელი ყანობი ყაზბეგის რაიონში მდებარეობს, დაახლოებით 25 ოჯახისგან შედგება, სკოლაში კი სულ 7 მოსწავლეა. ნეოგაზი ესტუმრა ყანობის საჯარო სკოლას, მოინახულა მოსწავლეები და ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა, საჩუქრად კი მათთვის საჭირო და სასარგებლო ნივთები და აღჭურვილობა გადასცა.
„ნეოგაზი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მნიშვნელოვან ყურადღებას იჩენს ბავშვების მიმართ. ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ და ვეცადოთ, რომ პატარებს ლაღი და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეთ. 1 ივნისთან დაკავშირებით ჩვენ ყანობის საჯარო სკოლას ვესტუმრეთ, გადავეცით მათთვის საჭირო და სასურველი მუსიკალური ინსტრუმენტი, პიანინო და წიგნები სკოლის ბიბლიოთეკისათვის, პატარებს კი სასკოლო ნივთები და ტკბილეული დავურიგეთ. ნამდვილად მოულოდნელი და ორმაგად სასიხარულო იყო, როდესაც ჩვენს დასახვედრად პატარებმა სპეციალური წარმოდგენა გამართეს, რისთვისაც მადლობას ვუხდით სკოლის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს“ - აცხადებს ნეოგაზის კომერციული სამსახურის ხელმძღვანელი ესმა ჩაჩანიძე.
კომპანიის შესახებ:
ნეოგაზი საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს სთავაზობს ბუნებრივი და თხევადი აირის სახით. ამ ეტაპზე ნეოგაზი საქართველოს მასშტაბით 15 ავტოგაზგასამართ სადგურს ფლობს. მისი მიზანია ეკოლოგიური და მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდება მომხმარებლებისთვის.
ასევე, ნეოგაზი მუდმივად სთავაზობს მის ერთგულ მომხმარებლებს სხვადასხვა გათამაშებებსა და აქციებს. ნებისმიერი სიახლის ნახვა შესაძლებელია კომპანიის ფეისბუქ გვერდზე.