01 იანვარი 2015

2014 წლის FORNOVOGAS-ის ყველაზე გაყიდვადი დისპენსერი

უნივერსიტეტის ქ.№6-ში მდებარე ნეოგაზის გაზგასამართ სადგურზე არსებული იტალიური კომპანიის FORNOVOGAS-ის დისპენსერებზე, 2014 წელს მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი რაოდენობის გაყიდული ბუნებრივი აირი დაფიქსირდა, რის გამოც ნეოგაზის საბურთალოს გაზგასამართმა სადგურმა FORNOVOGAS-ის სიგელი მიიღო.

2014 წლის FORNOVOGAS-ის ყველაზე გაყიდვადი დისპენსერი

FORNOVOGAS-ს მოწინავე პოზიცია უჭირავს მსოფლიო ბაზარზე გაზის ტექნოლოგიების წარმოების სფეროში და მისი პროდუქცია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენება. 

FORNOVOGAS-თან ნეოგაზის ქსელი 2012 წლიდან თანამშრომლობს. ამ ბრენდის დისპენსერებით აღჭურვილია ნეოგაზის საბურთალოს, ვარკეთილის, გორისა და ქუთაისის გაზგასამართი სადგურები. 

2015 წლის განმავლობაში კომპანია კიდევ 2 სადგურის ტექნოლოგიურ გადაიარაღებას გეგმავს FORNOVOGAS-ის პროდუქციით.

მსგავსი სიახლეები

დაგვიკავშირდით

ცხელი ხაზი: +995 (32) 2 47 16 16
მისამართი: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქ.N18
ტელ: +995 (32) 2 21 03 31