01 Jan 2015

It is a long established fact that a reader will be distracted by the readable content of a page when looking at its layout.

უნივერსიტეტის ქ.№-6-ში მდებარე ნეოგაზის გაზგასამართ სადგურზე არსებული იტალიური კომპანიის ,,FORNOVOGAS“–ის დისპენსერებზე, 2014 წელს მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი რაოდენობის გაყიდული ბუნებრივი აირი დაფიქსირდა, რის გამოც "ნეოგაზის"  საბურთალოს გაზგასამართმა სადგურმა ,,FORNOVOGAS“–ის სიგელი მიიღო.

„2014 წლის,,FORNOVOGAS“–ის ყველაზე გაყიდვადი დისპენსერი“

,,FORNOVOGAS“ -ს მოწინავე პოზიცია უჭირავს მსოფლიო ბაზარზე გაზის ტექნოლოგიების წარმოების სფეროში და მისი პროდუქცია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენება. 

„FORNOVOGAS“-თან "ნეოგაზის" ქსელი 2012 წლიდან თანამშრომლობს. ამ ბრენდის დისპენსერებით აღჭურვილია "ნეოგაზის" საბურთალოს, ვარკეთილის, გორისა და ქუთაისის გაზგასამართი სადგურები. 

2015 წლის განმავლობაში კომპანია კიდევ 2 სადგურის ტექნოლოგიურ გადაიარაღებას გეგმავს „FORNOVOGAS“ -ის პროდუქციით.

Contact Us

Hotline: 444444
Adress: M.Kostava 72
TEL: (032) 2 200 200