25 April 2019

ელექტროდამტენების ქსელს სწრაფი დამტენი დაემატა

სასიამოვნო სიახლე ელექტრომობილების მფლობელებისათვის!

ჩვენი ელექტროდამტენების ქსელს E-Space-ს სწრაფი დამტენი დაემატა.

ეწვიეთ "ნეოგაზის" ზესტაფონის სადგურს, სოფელ არგვეთაში და ისარგებლეთ ახალი სწრაფი დამტანით:

  • სწრაფი დამტენით სარგებლობის პირველი 20 წუთის განმავლობაში, 1 წუთის ღირებულება შეადგენს კვლავაც 50 თეთრს;
  • დამტენით შემდეგი 20 წუთი სარგებლობისთვის, 1 წუთში გადაიხდით 35 თეთრს;
  • ხოლო, სწრაფი დამტენით სარგებლობის 41-ე წუთიდან ნებისმიერ დრომდე, 1 წუთის ღირებულება შეადგენს 25 თეთრს.

უფასო დამტენებით სარგებლობას კი "ნეოგაზი"-ს 8 სადგურზე შეძლებთ:

  1. საბურთალო, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ;
  2. ორთაჭალა, გულუას ქ. N22;
  3. ვარკეთილი, ჯავახეთის ქ.მე-3 მკ.რ.-ის მოპირდაპირედ;
  4. დიღომი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კმ;
  5. თელავი, თბილისის გზატკეცილი მე-2 კმ.;
  6. ზესტაფონი, სოფელი არგვეთა;
  7. ქუთაისი, გუგუნავას ქ. N1;
  8. სამტრედია, სოფელი დაფნარი.


ერთად ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე!

ნეოგაზი - მწვანე ჩვენი არჩევანია!

Contact Us

Address: Tbilisi, Gazafkhuli Str. N18