Under Construction
ENG | GEO

რატომ შეკუმშული ბუნებრივი აირი?

რატომ შეკუმშული ბუნებრივი აირი?


საწვავად ბუნებრივი აირის გამოყენების მსურველთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რისი მიზეზიც, პირველ რიგში მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის ტენდენციაა. თუ 3-4 წლის წინ გაზზე მომუშავე ავტომობილების ბაზრის უმეტეს წილს სატვირთო მანქანები და ავტობუსები შეადგენდა, დღეს ამ სეგმენტში მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილები დომინირებს.

რატომ ირჩევს დღეს მსოფლიოში თითქმის 9 მილიონი ადამიანი CNG-ს?

ეკოლოგიურად სუფთა - ბუნებრივი აირი მსოფლიოში ყველაზე სუფთა საწვავია. CNG-ზე მომუშავე ძრავი, სხვა საწვავთან შედარებით, ფაქტიურად არ გამოყოფს ნახშირორჟანგს, აზოტმჟავასა და სხვა მავნე ნივთიერებებს. CNG აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და ზიანს არ აყენებს გარემოს.

უსაფრთხო - CNG ინახება სფეროსებრ ან ცილინდულ კონტეინერებში, რაც გაცილებით გამძლეა, ვიდრე ბენზინის კონტეინერები. ინცინდენტის შემთხვევაში CNG, სხვა საწვავებისგან განსხვავებით, მომენტალურად ჰაერში გაიფრქვევა, შესაბამისად არ ხვდება ნიადაგში და არ აზიანებს გრუნტის წყლებს.

ეფექტური - CNG 90% მეთანისგან შედგება და ნავთობპროდუქტებთან შედარებით გაცილებით მაღალი ოქტანობისაა, რაც ძრავის გამართულ და ეფექტურ მუშაობას უწყობს ხელს. მისი მოხმარება იცავს ძრავს, ასუფთავებს სარქველებს და საწვავის წვის სისტემებს. CNG ახანგრძლივებს ძრავის ზეთის ექსპლუატაციის პერიოდს, რადგანაც ის ძალიან ნელა იწვის.

იაფი - CNG სხვა ალტერნატიულ საწვავთან, ბენზინთან და დიზელთან, შედარებით გაცილებით იაფია.1 მ3 შეკუმშული აირის გასაყიდი ფასია 1.45 ლარი, მაშინ, როცა 1 ლიტრი ბენზინი (ევრო რეგულარი) საშუალოდ 2.16 ლარი ღირს.

პარტნიორები

FORNOVOGAS - FORNOVOGAS-ს მოწინავე პოზიცია უჭირავს მსოფლიო ბაზარზე გაზის ტექნოლოგიების წარმოების სფეროში და მისი პროდუქცია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვე...


ნეოქარდი

რა არის ნეოქარდი ნეოქარდი არის მუდმივი მოხმარების დაგროვების ბარათი, რომელიც განკუთვნილია „ნეოგაზის“ ავტო გაზგასამართი სადგურების ერთგული მომხმარ...