ENG | GEO

ინფორმაცია კომპანიაში მიმდინარე ვაკანსიების შესახებ

ინფორმაცია კომპანიაში მიმდინარე ვაკანსიების შესახებ

 
კომპანია „ნეოგაზი“ აცხადებს ვაკანსიას ავტო გაზგასამართი სადგურის გამმართველის პოზიციაზე თბილისსა და მარნეულში.

სამუშაოს აღწერა:

· წინა ცვლის გამმართველისგან ინფორმაციის მიღება მარიგებელი სვეტის მდგომარეობის შესახებ;

· მომსახურებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;

· ავტომობილის გამართვისას მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ბუნებრივი აირისექვივალენტური თანხის (ან ტალონის) მიღება, საკონტროლო–სალარო აპარატის და კორპორატიული ბარათების აპარატებიდან ქვითრის ამოღება, მომხმარებლისათვის გადაცემა და ამონაგები თანხის შენახვა;

· ტალონური რეალიზაციის შემთხვევაში ავტომანქანის იდენტიფიცირების უზრუნველყოფა ტალონზე თარიღის, ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის მითითებისა და საკუთარი ხელისმოწერით დადასტურების გზით;

· მატერიალური რესურსების კეთილგონიერად გამოყენება;

· სამუშაო ადგილის მოწესრიგება;

· ჩაცმულობის და ჰიგიენური ნორმების დაცვა;

· ცვლის ჩაბარების შემდეგ, მარიგებელი სვეტის გამართულობის შემოწმება.

ძირითაი მოთხოვნები:

· კომუნიკაბელურობა;

· სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

· გუნდური მუშაობის უნარი.

განათლება - საშუალო

გამოცდილება - სასურველია გამმართველად ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@neogas.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.

მისია და ფასეულობები

ჩვენი მისიაა განვავითაროთ საქართველოში შეკუმშული ბუნებრივი აირის ინდუსტრია და მომხმარებელს შევუქმნათ სწორი წარმოდგენა სუფთა, ეფექტური და ეკონომიური სა...


ნეოქარდი

რა არის ნეოქარდი ნეოქარდი არის მუდმივი მოხმარების დაგროვების ბარათი, რომელიც განკუთვნილია „ნეოგაზის“ ავტო გაზგასამართი სადგურების ერთგული მომხმარ...