ENG | GEO

პარტნიორები

პარტნიორები

FORNOVOGAS - FORNOVOGAS-ს მოწინავე პოზიცია უჭირავს მსოფლიო ბაზარზე გაზის ტექნოლოგიების წარმოების სფეროში და მისი პროდუქცია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენება. FORNOVOGAS-თან "ნეოგაზის" ქსელი 2012 წლიდან თანამშრომლობს. ამ ბრენდის დისპენსერებით აღჭურვილია "ნეოგაზის" საბურთალოს, ვარკეთილის, აეროპორტის, სამტრედიის, გორისა და ქუთაისის გაზგასამართი სადგურები.

SAFE - 1975 წლიდან კომპანია SAFE აწარმოებს სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი აირის შეკუმშვის სისტემებს, რომლითაც ყოველწლიურად 550-ზე მეტ გაზგასამართ სადგურს ამარაგებს მსოფლიოს მასშტაბით. SAFE-ს მთელს მსოფლიოში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობები. კომპანიის შეკუმშვის სისტემებს მინიჭებული აქვთ საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001:2000.

ARIEL - კომპანია ARIEL დაარსდა 1966 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჰაიოს შტატში. ARIEL-ს 23 000 კომპრესორით ჰყავს მომარაგებული სხვადასხვა ქვეყნები და მომხმარებლებს გრძელვადიან და გარანტირებულ მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის შეკუმშვის სისტემებს მინიჭებული აქვთ საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001:2000.

ASPRO - ASPRO არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც1984 წლიდან აწარმოებს სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი აირის შეკუმშვის სისტემებს . კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 38 ქვეყანაში ჰყავს ოფიციალური წარმომადგენლობა.

კარიერა

„ნეოგაზი“ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც დაკავებულია შეკუმშული ბუნებრივი აირის რეალიზაციით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.კომპანიის მისიაა...


რა არის შეკუმშული ბუნებრივი აირი

CNG ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სუფთა საწვავია. წვის დროს თითქმის არ გამოიყოფა ნახშიროჟანგი და მისი აორთქლება არ აზიანებს ოზონის შრეს, რის გამოც ...