ENG | GEO

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია


"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (სსეკ) დაფუძნდა 2005 წელს. კორპორაცია ჰოლდინგ  "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის"  [GIG] წევრია.  „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ ერთ-ერთი უმსხვილესი მულტიფუნქციური ენერგეტიკული კომპანიაა საქართველოში. სსეკ-ის ბიზნეს-პორტფელის უმთავრესი სტრატეგიული მიმართულებებია ელექტროენერგიის გამომუშავება და ბუნებრივი აირის რეალიზაცია.  „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ ერთადერთი კომპანიაა ქვეყანაში, რომელიც ერთდოულად ფლობს და ოპერირებას უწევს როგორც ჰიდრო, ასევე თბოელექტროსადგურს. „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აქტიურად იყენებს ქვეყნის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას და აწარმოებს ელექტრო ენერგიით ვაჭრობას საქართველოს ოთხივე მეზობელ ქვეყანასთან. ელექტროენერგიით თრეიდინგის კუთხით სსეკ-ი უპირობო ლიდერია საქართველოში.

საქართველო სრულად დამოკიდებულია იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას არ გააჩნია საკუთარი ბუნებრივი აირი „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ ბუნებრივი აირით ვაჭრობაშიც საკმაოდ აქტიურად არის ჩართული. იგი ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის შემდეგ და ოპერირებს როგორც საბითუმო, ასევე საცალო სეგმენტზე. კლიენტებთან საიმედო და გრძელვადიანი თანამშრომლობისა და სადგურების ფართო ქსელის მეშვეობით, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ წარმატებით დამკვიდრდა ადგილობრივ ბაზარზე. საცალო  სეგმენტზე  „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ წარმოდგენილია 18 გაზგასამართი სადგურით.

2012 წელს კომპანიამ შექმნა ახალი ბრენდი „ნეოგაზი“ და დაიწყო, როგორც არსებული, ასევე ახალი სადგურების გაერთიანება „ნეოგაზის“ ბრენდის ქვეშ. 2014 წელს აქტიურად მიმდინარეობდა არსებული სადგურების ტექნოლოგიური განახლებისა და ბრენდირების პროცესი, რის შედეგადაც 2016 წელს კომპანია ფლობს "ნეოგაზის" ბრენდის ქვეშ არსებულ  18 ავტო გაზგასამართ სადგურს, მიზნად ისახავს ქსელის გაფართოებას და ახლო მომავალში საქართველოს მთლიანი არეალის მოცვას.

კორპორატიული მომსახურება

კომპანია "ნეოგაზი" ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს საწვავის შეძენას სატალონე სისტემის მეშვეობით.ტალონების შეძენა შესაძლებელია როგორც უნაღდო ანგარ...


მიზნები

"ნეოგაზის" მთავარი მიზანია გაყიდვების მაჩვენებლებით იყოს წამყვანი კომპანია ინდუსტრიაში, ჰქონდეს მომსახურებისა და პროდუქტის სტაბილურად მაღალი ...