ENG | GEO

კომპანია

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

ჩვენს შესახებ


"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (სსეკ) დაფუძნდა 2005 წელს. კორპორაცია ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" [GIG] წევრია. „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ ერთ-ერთი უმსხვილესი მულტიფუნქციური ენერგეტიკული კომპანიაა საქართველოში. სსეკ-ის ბიზნეს-პორტფელის უმთავრესი სტრატეგიული მიმართულებებია ელექტროენერგიის გამომუშავება და ბუნებრივი აირის რეალიზაცია. „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ ერთადერთი კომპანიაა ქვეყანაში, რომელიც ერთდოულად ფლობს და ოპერირებას უწევს როგორც ჰიდრო, ასევე თბოელექტროსადგურს. „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აქტიურად იყენებს ქვეყნის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას და აწარმოებს ელექტრო ენერგიით ვაჭრობას საქართველოს ოთხივე მეზობელ ქვეყანასთან. ელექტროენერგიით თრეიდინგის კუთხით სსეკ-ი უპირობო ლიდერია საქართველოში.

საქართველო სრულად დამოკიდებულია იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას არ გააჩნია საკუთარი ბუნებრივი აირი „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ ბუნებრივი აირით ვაჭრობაშიც საკმაოდ აქტიურად არის ჩართული. იგი ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის შემდეგ და ოპერირებს როგორც საბითუმო, ასევე საცალო სეგმენტზე. კლიენტებთან საიმედო და გრძელვადიანი თანამშრომლობისა და სადგურების ფართო ქსელის მეშვეობით, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ წარმატებით დამკვიდრდა ადგილობრივ ბაზარზე. საცალო სეგმენტზე „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ წარმოდგენილია 18 გაზგასამართი სადგურით.

2012 წელს კომპანიამ შექმნა ახალი ბრენდი „ნეოგაზი“ და დაიწყო, როგორც არსებული, ასევე ახალი სადგურების გაერთიანება „ნეოგაზის“ ბრენდის ქვეშ. 2014 წელს აქტიურად მიმდინარეობდა არსებული სადგურების ტექნოლოგიური განახლებისა და ბრენდირების პროცესი, რის შედეგადაც 2016 წელს კომპანია ფლობს "ნეოგაზის" ბრენდის ქვეშ არსებულ 18 ავტო გაზგასამართ სადგურს, მიზნად ისახავს ქსელის გაფართოებას და ახლო მომავალში საქართველოს მთლიანი არეალის მოცვას.

რატომ შეკუმშული ბუნებრივი აირი?

საწვავად ბუნებრივი აირის გამოყენების მსურველთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რისი მიზეზიც, პირველ რიგში მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის...


რა არის შეკუმშული ბუნებრივი აირი

CNG ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სუფთა საწვავია. წვის დროს თითქმის არ გამოიყოფა ნახშიროჟანგი და მისი აორთქლება არ აზიანებს ოზონის შრეს, რის გამოც ...