ENG | GEO

ნეოქარდი


რა არის ნეოქარდი


ნეოქარდი არის მუდმივი მოხმარების დაგროვების ბარათი, რომელიც განკუთვნილია „ნეოგაზის“ ავტო გაზგასამართი სადგურების ერთგული მომხმარებლებისთვის.

ბარათის გაცემის წესი

ნეოქარდის მფლობელი შეიძლება გახდეს „ნეოგაზის“ ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც შეიძენს ნებისმიერი ოდენობის ბუნებრივ აირს ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო ბარათით.

ბარათის გაცემა ხდება უფასოდ, „ნეოგაზის“ ყველა სადგურზე, პირადობის მოწმობის საფუძველზე.

ბარათის აღდგენა

ნეოქარდის დაკარგვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხელი ხაზის ოპერატორს, ნომერზე 2 47 16 16, რათა დროულად მოხდეს ბარათის დაბლოკვა და მპოვნელმა ვერ შეძლოს ბარათზე არსებული ქულების გამოყენება.

დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღსადგენად უნდა მიმართოთ სადგურზე მომსახურე გამმართველს, აცნობოთ აღნიშნულის შესახებ და პირადობის მოწმობის საფუძველზე უფასოდ შეძლებთ ბარათის აღდგენას. ახალ ბარათზე ავტომატურად დაირიცხება არსებული ქულები, ხოლო ძველი ბარათი გაუქმდება.

იმ შემთხვევაში, თუ ბარათის მფლობელი დროულად არ განაცხადებს ბარათის დაკარგვის შესახებ და მპოვნელის მიერ მოხდება ბარათზე არსებული ქულების გამოყენება, კომპანია იხსნის პასუხიმგებლობას, ბარათის მფლობელს დაუბრუნოს ქულები.

დაბლოკილი ბარათის ბლოკის მოსახსნელად უნდა დაუკავშირდეთ ცხელი ხაზის ოპერატორს, ნომერზე
2 47 16 16.

ბარათით სარგებლობა

ნებისმიერი ოდენობის ბუნებრივი აირის შეძენისას ნეოქარდის ტერმინალში გატარების შემდეგ ნეოქარდზე დაგერიცხებათ ქულები.

დაგროვილი ქულების გადაცვლა შესაძლებელია შესაბამისი ღირებულების ბუნებრივ აირზე. ქულების გადასაცვლელად თან უნდა იქონიოთ ბარათი.

ნეოქარდის ყოველი გამოყენებისას მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ბოლო ტრანზაქციისა და მიმდინარე ნაშთის შესახებ. ქულების გასაგებად, აგრეთვე, შეგიძლიათ მიმართოთ სადგურზე მომსახურე გამმართველს.

12 თვის განმავლობაში, თუ თქვენ მიერ ერთხელ მაინც არ იქნა გამოყენებული ნეოქარდი (არ იქნება ტერმინალში გატარებული), მასზე დარიცხული გამოუყენებელი ქულები გაუქმდება.

„ნეოგაზის“ ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე შეცვალოს ნეოქარდით სარგებლობის წესები და პირობები.

ბარათის მფლობელის მოვალეობები

ბარათის მფლობელი ვალდებულია, შეატყობინოს „ნეოგაზის“ ადმინისტრაციას მისი პირადი საანკეტო ინფორმაციის ცვლილების შესახებ ცხელი ხაზის ნომერზე 2 47 16 16.



პარტნიორები

FORNOVOGAS - FORNOVOGAS-ს მოწინავე პოზიცია უჭირავს მსოფლიო ბაზარზე გაზის ტექნოლოგიების წარმოების სფეროში და მისი პროდუქცია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვე...


რატომ შეკუმშული ბუნებრივი აირი?

საწვავად ბუნებრივი აირის გამოყენების მსურველთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რისი მიზეზიც, პირველ რიგში მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის...